ფეხბურთი

17:23 | 23.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინმა გოლის გემო გაიხსენა და მკერდით დასაჩუქრდა (+VIDEO)

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა თვენახევრიანი პაუზის შემდეგ გოლის გემო გაიხსენა და „ბარნლის“ კარი ულამაზეს სტილში დალაშქრა.

არგენტინელმა 3 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და ბუნებრივია, ძალიან გაუხარდა. ფანებთან მივარდა და მეტად ემოციურადაც იზეიმა. გონსალო ერთ-ერთ გულშემატკივარს გადაეხვია და მოურიდებლად თავი მის მკერდში ჩარგო.

ამ სახალისო ვიდეომ სოციალურ ქსელში პოპულარობა რასაკვირველია უმალ მოიპოვა და „პიპიტას“ მიმდინარე სეზონის ყველაზე კარგ მოგონებად სწორედ ეს მომენტი თუ დარჩება...

0.142403