ჩოგბურთი

16:41 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძის შთამბეჭდავი პროგრესი

21 წლის ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგში 30 ადგილით დაწინაურდა და 266 ქულით კარიერის სარეკორდო 222-ე ადგილზე იმყოფება. საინტერესოა, რომ მარიამმა გასული წელი 369-ე პოზიციაზე დაასრულა, ამდენად, 4 თვემდე პერიოდში საგრძნობი წინსვლა განიცადა.

კლასიფიკაციაში 29 საფეხურით აღზევდა და 79 ქულით 416-ეა 30 წლის სოფო შაფათავა, რომელიც 2014 წელს მსოფლიოს 186-ე ჩოგანი გახლდათ, ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი კი ეკატერინე გორგოძეს აქვს. ის 1 ადგილით დაქვეითდა და 392 ქულით 151-ე პოზიციაზეა.
WTA-ს რეიტინგში კიდევ 2 ქართველი ჩოგბურთელი ფიგურირებს: 33 წლის სალომე დევიძე, რომელიც მიმდინარე კვირაში ძალებს ოსპრეის 25-ათასიან ტურნირზე სცდის, 18 ქულით 664-ეა, ხოლო 28 წლის ოქსანა კალაშნიკოვას 6 ქულით 825-ე საფეხური უკავია.
წყვილთა კლასიფიკაციაში ჩვენებურთაგან გამორჩეული სწორედ ოქსანაა, რომელიც 920 ქულით 86-ე გახლავთ. შეგახსენებთ, რომ კალაშნიკოვა გერმანიის ქალაქ შტუტგარტში იმყოფება და PORSCHE Tennis Grand Prix-ის მერვედფინალში რუს ანა ბლინკოვასთან ერთად, იაპონელ შუკო აოიამასა და ბელარუს ლიძია მაროზავას გაეჯიბრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107627