ფეხბურთი

13:15 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: „რეალში“ დარჩენა მინდა"

ლა ლიგის 33-ე ტურის მატჩში „რეალმა“ შინ „ბილბაო“ 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი ქარიმ ბენზემას ანგარიშზეა. რამდენიმე დღის წინ გავრცელთა ინფორმაცია, რომ „სამეფო კლუბი“ ბენზემას შემცვლელად „აინტრახტის“ ფორვარდს ლუკა იოვიჩს მოიაზრებს. ბენზემამ კი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მას მადრიდულ კლუბში დარჩენა სურს.

“რეალში“ დარჩენა მინდა. მსოფლიოში საუკეთსო გუნდში ვთამაშობ, რაზეც ყველა ოცნებობს“- განაცხადა ბენზემამ.

ბენზემას კონტრაქტი „რეალთან“ 2021-წლამდე აკავშირებს.

Loading...
სტატისტიკა
0.26081