კალათბურთი

12:15 | 22.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბოსტონი“ 1/4 ფინალში გავიდა

„ინდიანა“ შინ „ბოსტონთან“ 106:110 დამარცხდა, სერია „ბოსტონმა“ 4:0 მოიგო და პირველი გუნდია ვინც ¼-ფინალის საგზური მოიპოვა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა ბოლო პერიოდის შუა ნაწილში ბოსტონელები დაწინაურდნენ და „ინდიანამ“ მას შემდეგ წინ გასვლა ვეღარ შეძლო. მატჩში ყველაზე მეტი 22 ქულა ბოგდანოვიჩის ანგარიშზეა. „ბოსტონმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა და შვიდმა მოთამაშემ 11 და მეტი ქულა ჩააგდო მათ შორის სუაკეთესო 20 ქულით ჰეივორდი იყო. 1/4-ფინალში „ბოსტონი“ „მილოუკი“-„დეტროიტის“ გამარჯვებულს შეხვდება, სადაც ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეულია.

„გოლდენ სტეიტმა“ გასვლაზე „კლიპერსი“ 113:105 დაამარცხეს. მესამე პერიოდის ბოლოს „გოლდენ სტეიტი“ დაწინაურდა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა კევინ დურანტის ანგარიშზეა. ტომპსონს 32 ქულა ჰქონდა, კარიმ გუნდს 10 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი შესძინა.

„პორტლენდმა“ გასვლაზე „ოკლაჰომას“ 111:98 აჯობა. „პორტლენდმა“ მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგო. პოლ ჯორჯმა 32 ქულა, 10 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. „ორტლენდში“ 27 ქულით მაკალუმი და 24 ქულით ლილარდი გამოირჩნენ. სერიას „პორტლენდი“ 3:1-ს იგებს.

„ინდიანა“ – „ბოსტონი“ 106:110 (23:21, 26:26, 23:26, 34:37)

https://www.youtube.com/watch?v=h8yb4dl2vcY

„კლიპერსი“ – „გოლდენ სტეიტი“ 105:113 (22:32, 32:30, 30:25, 21:26)

https://www.youtube.com/watch?v=SJmrvW1VJLQ

„ორლანდო“ – „ტორონტო“ 85:107 (26:28, 16:30, 28:24, 15:25)

https://www.youtube.com/watch?v=VJi4mTyCM8k

„ოკლაჰომა“ – „პორტლენდი“ 98:111 (24:26, 22:24, 22:29, 30:32)

https://www.youtube.com/watch?v=E7EseMdr9hk

თეგებიბოსტონი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101815