ჩოგბურთი

16:40 | 21.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძის ზედიზედ მე-2 ტიტული

14 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ლიკა ბოლქვაძემ ყატარის დედაქალაქ დოჰაში წყვილთა თანრიგის ზედიზედ მე-2 შეჯიბრი მოიგო.

ბოლქვაძემ გასულ კვირას მოლდოველ ალია აბასთან ერთად იმარჯვა, ამჯერად კი, ტიტული ირანელ დორსა ჩერაგისთან ერთად მოიპოვა.
ქართველი და ირანელი გოგონები პირველ ნომრად იყვნენ განთესილნი და ფინალში ჰონგ კონგელსა და ნეპალელ მეტოქეებს 6:2, 6:1 სძლიეს.
ერთეულთა ტურნირში ბოლქვაძემ ნახევარფინალამდე მისვლა მოახერხა, სადაც მომავალ ჩემპიონ – ყაზახ აიჟან ნურგალისთან 3:6, 3:6 დამარცხდა, მე-3 ადგილისთვის მატჩში კი ინდოელ მოდი ხუშალის 4:0, 4:1 სძლია.
თურქეთის ქალა სტამბულში გამართულ იუნიორთა შეჯიბრზე ნახევარფინალური შეხვედრა დათმო ზოზია ქარდავამ, რომელიც პირველ ნომრად იყო განთესილი. ქართველმა ჩოგბურთელმა მომავალ ჩემპიონ – ბელარუს ალიონა ფალეისთან 7:6 (7:5), 2:6, 4:6 წააგო.
თურქეთშივე, ანტალიის ტურმირზე სცადა ძალები 12 წლის ანასტასია პონომარიოვამ. ქართველი გოგონა ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბულგარელ ელიზარა იანევასთან 0:6, 2:6 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130143