ფეხბურთი

23:09 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" ბოლო წუთზე იმარჯვა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში ბათუმის "დინამომ" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-13 წუთზე სტუმრებმა ოთარ კობახიძის გოლით გახსნეს, ხოლო პირველივე ტაიმში წონასწორობა ჯოვინო ფლამარინიომ აღადგინა. მატჩის ბოლო წუთზე კი ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.

"დინამო" საქართველოს ჩემპიონატში წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს. გია გეგუჩაძის გუნდმა პირველ ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ მეექვსე გამარჯვება მოიპოვეს, 19 ქულა დააგროვეს და ლიდერ "საბურთალოს" ორი ქულით ჩამორჩებიან. "ლოკომოტივმა" კი ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო და 6 ქულით ბოლოსწინა პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119033