ფეხბურთი

1:23 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვის ზედიზედ მეორე გოლი აზერბაიჯანში (+VIDEO)

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა დავით ვოლკოვმა. ქართველი ფეხბურთელის „გაბალამ“ შინ „ზირა“ (2:1) დაამარცხა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ვოლკოვი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეოცე წუთზე ანგარიშიც გახსნა. ჩვენებურმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ვოლკოვმა წინა ტურშ „კეშლას“ გაუტანა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

„გაბალას“ 25 ტურის შემდეგ 36 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზე იმყოფება.

0.114303