ფეხბურთი

23:20 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელებმა ბულგარეთი დაამარცხეს

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა სტუმრად პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა ბულგარეთთან და 2:0 იმარჯვა. ანგარიში გიორგი გულიაშვილმა გახსნა, მოგვიანებით კი ირაკლი აზაროვმა გიორგი გაგუას წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა.

მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ასეთი შემადგენლობა დააყენა: კუტალაძე, სამსონია, ჯანგიძე, კალანდაძე, აზაროვი, აწყურელი, ნონიკაშვილი, ლორთქიფანიძე, გულიაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა. შეცვლაზე

შევიდნენ: კოპალეიშვილი, ოდიშელიძე, მელიქიშვილი, გაგნიძე, ბოჭორიშვილი, ასკურავა.

მეორე შეხვედრას გუნდები 22 აპრილს ჩაატარებენ.

0.115858