ფეხბურთი

2:00 | 20.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" მესამე ადგილი პორტუგალიაში

“საბურთალოს” 2006 წლიანების გუნდი, რომელსაც ირაკლი აბრამიშვილი ხელმძღვანელობს, პორტუგალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე “IBER CUP”, მესამე ადგილზე გავიდა. სუპერლიგის ჯგუფის ბოლო ტურში “საბურთალო” “პორტოს” დაუპირისპირდა 0:1 დამარცხდა, გამარჯვების შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი ფინალში ითამაშებდა.

“პორტოსთან” მატჩში საბურთალოელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, არადა წარმატებისთვის ძალიან ცოტა დააკლდათ.

რაც შეეხება ზოგადად ტურნირს, პირველ ჯგუფურ ეტაპზე თბილისელებმა პირველობა არავის დაუთმეს – “ბოავიშტას” 6:0 მოუგეს, “ეშტორილს” 2:0 აჯობეს, “კოვა დე პიედადე” 3:0 დაამარცხეს, ხოლო ინგლისის “დონკასტერთან” ფრედ, 1:1 დაასრულეს შეხვედრა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც 8 ქვეჯგუფის გამარჯვებულებმა მოიყარეს თავი და ორ ჯგუფში გადანაწილდნენ, საბოლოოდ, მესამე ადგილი დაიკავეს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს გუნდს მეტოქეობას “პორტო”, “ბოავიშტა” და “ბრაგა” უწევდნენ.

www.fcsaburtalo.ge

თეგებისაბურთალო
0.114831