კალათბურთი

12:15 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტორონტომ“ და „დენვერმა“ ანგარიში გაათანაბრეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის სამი შეხვედრა ჩაატარა.

„ტორონტომ“ საკუთარ დარბაზში „ორლანდო“ 111:82 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:1 გახადა. კანადელებმა მეტოქე ოთხივე პერიოდი მოუგეს. კავაი ლეონარდმა 37 ქულა ჩააგდო. ლოურის 22 ქულა ჰქონდა. გორდონს 20 ქულა ჩააგდო.

„დენვერმა“ შინ „სან ანტონიო“ 114:105 დაამარცხა. სერიაში ანგარიში 1:1-ია. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც „დენვერმა“ 39:23 მოიგო. დეროზანმა 31 ქულა ჩააგდო. მარეის 24 ქულა ჰქონდა. სერიის მეორე შეხვედრა 19 აპრილს თბილისის დროით 05:00 საათზე გაიმართება.

„პორტლენდმა“ „ოკლაჰომას“ 114:94 მოუგო და სერიაში 2:0 დაწინაურდა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც 37:21 მოიგო. მაკალუმს 33 ქულა ჰქონდა, ლილარდს - 29. პოლ ჯორჯმა 27 ქულა ჩააგდო.

ტორონტო“ – „ორლანდო“ 111:82 (26:18, 25:21, 39:27, 21:16)

https://www.youtube.com/watch?v=UMvDiUoco30

„დენვერი“ – „სან ანტონიო“ 114:105 (21:26, 28:33, 26:23, 39:23)

https://www.youtube.com/watch?v=pTCL3hIiXt0

„პორტლენდი“ – „ოკლაჰომა“ 114:94 (26:31, 28:23, 37:21, 23:19)

https://www.youtube.com/watch?v=Pf4t73Xa_Vw

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111497