ფეხბურთი

3:59 | 17.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" ნახევარფინალამდე 90 წუთი აშორებს

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალი დაკომპლექტდება. „დრაგაუზე“ „პორტუ“ „ლივერპულს“ დაუხვდება და ადვილი მისიის წინაშე არაა - ორბურთიანი ჩამორჩენა უნდა აღმოფხვრას.

„ლივერპული“ კი ძალიან ახლოსაა ზედიზედ მეორედ ოთხეულში მოხვედრასთან და თუ რამე სასწაული არ მოხდა, ასეც იქნება. ერთი კვირის წინ, „წითლებმა“ ამისთვის სერიოზული განაცხადი გააკეთეს, შინ 2:0 იმარჯვეს, თანაც ძალების დაზოგვით და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას პორტუგალიაში ეცდებიან.

სავარადო შემადგენლობები:

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მილიტაო, პეპე, ფელიპე, ალექს ტელეში; დანილო, ერერა, ოტავიო, ბრაჰიმი, სოარეში, მარეგა

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, ფაბინიო, ვან დეიკი, რობერტსონი; ჰენდერსონი, კეიტა, მილნერი; სალაჰი, ფირმინო, მანე

მსაჯი: დანი მაკეილე (ჰოლანდია)

პირველი შეხვედრა „ლივერპულმა“ ნაბი კეიტსა და რობერტო პირველ ტაიმში გატანილი გოლებით მოიგო და ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ლივერპულმა“ გასულ სეზონში „პორტუ“ მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში 5:0 დაამარცხა (5:0, 0:0).

„ლივერპული“ ზედიზედ მეორე სეზონია მეოთხედფინალში თამაშობს, ხოლო „პორტუ“ 2014-2015 წლების შემდეგ პირველად, ხოლო 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ მეორედ თამაშობს ამ ეტაპზე.

ურთიერთშეხვედრები

12 თვის წინ „დრაგაუზე“ სადიო მანემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. გოლები ასევე გაიტანეს მოჰამედ სალაჰმა და რობერტო ფირმინომ.

ინგლისში კი მატჩი უგოლო ფრით დასრულდა. „პორტუს“ „ლივერპულთან“ ექვსი თამაში არ მოუგია (3 ფრე, 3 წაგება).

ეს გუნდები ერმანეთს 7-ჯერ შეხვდნენ და შვიდჯერვე 21-ე საუკუნეში. პირველად ეს 2000-2001 წლების სეზონში მოხდა, უეფას თასის მეოთხედფინალში. ჟერარ ულიეს გუნდმა პორტუგალიაში უგოლოდ ითამაშა, ხოლო შინ დენი მერფისა და მაიკლ ოუენის გოლებით 2:0 იმარჯვა.

დანარჩენი ოთხი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე შედგა. 2007-2008 წლებსი სეზონში პორტუგალიაში დირკ კუიტმა და ლუჩო გონსალესმა გოლები გაცვალეს. „ენფილდზე“ კი მასპინძლებმა 4:1 მოიგეს. ინგლისელთაგან გოლები ფერნანდო ტორესმა (2), სტივენ ჯერარდმა და პეტერ კრაუჩმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან ლისანდრო ლოპესმა.

გასულ სეზონში მერვედფინალში პორტუგალიაში „ლივერპულმა“ 5:0 მოიგო, ხოლო „ენფილდ როუდზე“ გოლი არ გასულა. ერთი კვირის წინ ინგლისელებმა 2:0 მოიგეს.

სტატისტიკა

პორტუ

„პორტუს“ ბალანსი მეოთხედფინალში უარყოფითია: 2 მოგება, 5 წაგება

2014-2015, „ბაიერნი“ (3:1, 1:6)

2008-2009, „მანჩესტერი“(2:2, 0:1)

2003-2004, „ლიონი“ (2:0, 2:2)

1999-2000, „ბაიერნი“ (1:1, 1:2)

1996-1997, „მანჩესტერი“ (0:4, 0:0)

19990-1991, „ბაიერნი“ (1:1, 0:2)

1986-1987, „ბრონდბიუ“ (1:0, 1:1)

„პორტუს“ ნახევარფინალში 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ არ უთამაშია, როდესაც ჟოზე მოურინიო წვრთნიდა და ჩემპიონიც გახადა. საინტერესოა, რომ მეოთხედფინალური ბარიერი „პორტუმ“ ორჯერ დაძლია და ორჯერვე ჩემპიონობა მოიპოვა.

„პორტუს“ ბალანსი პლეი-ოფში ინგლისურ გუნდებთან უარყოფითია: 3 მოგება, 8 წაგება. ბოლო 5 დუელი ალბიონელებთან წააგო, ხოლო უკანასკნელად პლეი-ოფში ინგლისური მეტოქის ბარიერი 2003-2004 წლების სეზონში დაძლია („მანჩესტერი“ 2:1, 1:1).

„პორტუმ“ საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში ყველა თამაში მოიგო: „გალათასარაისთან“ (1:0), „ლოკომოტივთან“ (4:1), „შალკესთან“ (3:1), „რომასთან“ (3:1 დამატებით დროში). ბოლო 15 თამაშიდან კი, რომელიც ევროპაში ჩაატარა, 8 მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა.

„დრაკონების“ ბალანსი საკუთარ მოედანზე ინგლისურ გუნდებთან დადებითია: 8 მოგება, 6 ფრე, 4 წაგება. ოთხივე წაგება პორტუგალიურმა გრანდმა ბოლო 7 შეხვედრაში განიცადა.

„პორტუმ“ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 5 თამაში მოიგო და 1996-1997 წლების სეზონში დამყარებული პირადი რეკორდი გაიმეორა. სერია მერვედფინალში „რომასთან“ სტუმრად წაგებით შეწყდა.

„პორტუმ“ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ქულაა დააგროვა (16).

„პორტუ“ 21 შემთხვევიდან მხოლოდ 5-ჯერ გავიდა შემდეგ ეტაპზე, როდესაც პირველი თამაში სტუმრად წააგო. ერთ-ერთი ფაქტი მერვედფინალში იყო, როდესაც „რომას“ აჯობა (1:2 სტუმრად, 3:1 შინ დამატებით დროში). უშუალოდ 0:2 სტუმრად ოთხჯერ დამარცხებულა და ოთხჯერვე ასპარეზობას გაემოთიშა. ბოლოს მსგავსი რამ 2015-2016 წლების სეზონში ევროპა ლიგის მერვედფინალში „დორტმუნდთან“ მოხდა (0:2 სტუმრად, 0:1 შინ).

„პორტუ“ პენალტების სერიაში: 1 მოგება, 2 წაგება

2007-2008 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალი: „შალკე“ (1:4)

2004 წლის ევროპა/სამხრეთ ამერიკის თასი: „ონსე კალდასი“ (8:7)

1994-1995 წლების სეზონი, თასების თასის მეოთხედფინალი: „სამპდორია“ (3:5)

ლივერპული

„ლივერპულის“ ბალანსი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ასეთია: 14 მოგება, 4 წაგება

2017-2018, „სიტი“ (3:0, 2:1)

2008-2009, „ჩელსი“ (1:3, 4:4)

2007-2008, „არსენალი“ (1:1, 4:2)

2006-2007, პსვ ეინდჰოვენი (3:0, 1:0)

2004-2005, „იუვენტუსი“ (2:1, 0:0)

2001-2002, „ლევერკუზენი“ (1:0, 2:4)

1984-1985, „აუსტრია“ (1:1, 4:1)

1983-1984, „ბენფიკა“ (1:0, 4:1)

1982-1983, „ვიძევი“ (0:2, 3:2)

1981-1982, „ცსკა სოფია“ (1:0, 0:2)

1980-1981, „ცსკა სოფია“ (5:1, 1:0)

1977-1978, „ბენფიკა“ (2:1, 4:1)

1976-1977, „სენტ ეტიენი“ (0:1, 3:1)

1964-1965, „კიოლნი“ (0:0, 0:0, 2:2 ნეიტრალურ მოედანზე და „ლივერპული“ შემდეგ ეტაპზე წილისყრით გავიდა).

„ლივერპულმა“ მერვედფინალში „ბაიერნი“ ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა. საერთოდ, „წითლებს“ ბოლო 9 ორმატჩიანი დუელი ევროთასებზე მოგებული აქვს. ბოლოს 2014-2015 წლების სეზონში „ბეშიქთაშთან“ დამარცხდნენ პენალტების სერიაში (1:0, 0:1).

პორტუგალიურ გუნდებთან „ლივერპულის“ ბალანსი პლეი-ოფში დადებითია: 6 მოგება, 2 წაგება.

„წითლები“ პორტუგალიაში ასეთი ბალანსით იწონებენ თავს: 3 მოგება, 3 ფრე, 4 წაგება. ინგლისურმა გუნდმა საწყისი ოი თამაში მოიგო, შემდგე ზედიზედ შვიდი შეხვედრაში ვერ ახერხებდა პორტუგალიელთა მათსავე მოედანზე დამარცხებას და ეს სერია ერთი წლის წინ „დრაგაუზე“ 5:0 გამარჯვებით შეწყდა.

„ბაიერნთან“ მიუნხენში მოგება (3:1) მიმდინარე სეზონში პირველი საგარეო გამარჯვება იყო იურგენ კლოპის გუნდისთვის. მანამდე ჯგუფურ ეტაპზე სამივე გასვლითი თამაში წააგო „ნაპოლისთან“ (0:1), „ცრვენა ზვეზდასთან“ (0:2) და პსჟ-სთან (1:2). მანამდე იყო, გასულ სეზონში ბოლო საგარეო თამაშის წაგებაც „რომასთან“ (2:4). გამოდის, რომ მიუნხენამადე ინგლისურ გრანდს მიჯრით 4 თამაში ჰქონდა სტუმრად წაგებული. აი, იქამდე კი, სანამ შარშან ნახევარფინალში „რომასთან“ წააგებდა რომში, სტუმრად ზედიზედ 6 თამაში დაუმარცხებელი იყო (4 მოგება, 2 ფრე).

„წითლებმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 10 თამაშიდან 5 წააგეს და ყველა წაგება ინგლისის მიღმა დაფიქსირდა.

„ლივერპულმა“ უეფას ტურნირების პლეი-ოფში პირველი თამაში სახლში 36-ჯერ მოიგო და 31-ჯერ შემდეგ ეტაპზე გავიდა. მათ შორის, შარშან მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ და „რომასთან“. რაც შეეხება კონკრეტულად 2:0-ს, ასეთი რმა შვიდჯერ მოხდა და შვიდჯერვე მომდევნო ეტაპზე გავიდა. ერთადერთი შემთხვევა კი, როდესაც სახლში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა, 1964-1965 წლების სეზონში, ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში იყო „ინტერთან“ (3:1 შინ, 0:3 სტუმრად).

„ლივერპული“ პენალტების სერიაში: 3 მოგება, 1 წაგება

2014-2015 წლების სეზონი, ევროპა ლიგის 1/16 ფინალი: „ბეშიქთაში“ (4:5)

2006-2007 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი: „ჩელსი“ (4:1)

2004-2005 წლების სეზონი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი: „მილანი“ (3:2)

1983-1984 წლების სეზონი, ჩემპიონთა თასის ფინალი: „რომა“ (4:2)

გზაჯვარედინი

იკერ კასილიასი „რეალის“ კარს იცავდა, როდესაც 2008-2009 წლების სეზონში „ლივერპულმა“ მერვედფინალში ესპანრი გრანდი ორი მატჩის ჯამში 5:0 გაანადგურა. იგივე მოხდა 2014-2015 წლების სეზონშიც ჯგუფურ ეტაპზე, ოღონდ მაშინ „რეალმა“ ორივე თამაში მოიგო (3:0, 1:0).

მოჰამედ სალაჰი „რომაში“ თამაშობდა, რომელიც „პორტუმ“ 2016-2017 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაამარცხა (1:1, 0:3).

მაქსი პერეირა „ბენფიკასთან“ ერთად „ლივერპულთან“ ევროპა ლიგის მეოთხედფინალში 2009-2010 წლების სეზონში დამარცხდა (2:1, 1:4).

ადრიენ ლოპესმა „ვილიარეალის“ მაისურით „ლივერპულს“ 2015-2016 წლების სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალში გოლი გაუტანა და ესპანელებმა 1:0 მოიგეს, თუმცა, მეორე მატჩი ინგლისელთა სასარგებლოდ 3:0 დასრულდა.

ვირჯილ ვან დეიკმა პორტუგალიის ნაკრებთან 2018 წლის მარტში მოგებულ მატჩში (3:0) გოლი გაიტანა. იგივე მოახერხა მოჰამედ სალაჰმა ეგვიპტის ნაკრების მაისურით.

ფაბინიოს „რიუ ავესთან“ 2012-2015 წლების სეზონში კონტრაქტი აკავშირებდა, მაგრამ ამ გუნდის მაისურით არ უთამაშია. ჯერ „რეალში“ გაანთახოვრეს, შემდეგ „მონაკოში“.

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

ალბერტო მორენო და იკერ კასილიასი (ესპანეთი)

რობერტო ფირმინო, ალისონი, ფაბინიო და ალექს ტელეში, ედერ მილიტაო, ფელიპე (ბრაზილია)

ალბერტო მორენო და ოლივერ ტორესი (ესპანეთის 21 წლამდე ნაკრები)

ერთად უთამაშიათ:

ფაბინიო და იკერ კასილიასი („რეალი“, 2012-2013)

ალისონი და ოტავიო („ინტერნასიონალი“ 2013-2014)

ბოლო პერიოდი

„პორტუ“

მაქსი პერეირასთვის მომდევნო მატჩი უეფას ტურნირებში მეასე იქნება.

მუსა მარეგას ზედიზედ 6 მატჩში ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი გოლი, მაგრამ შესანიშნავი სერია „ენფილდზე“ შეწყდა.

„პორტუს“ ბოლო 12 მატჩში მხოლოდ ორ წაგება აქვს (9 მოგება, 1 ფრე). შაბათს, „პორტიმონენსე“ 3:0 დაამარცხა.

მარეგამ პორტუგალიის ჩემპიონატში 23 დეკემბრის შემდეგ პირველად თავი სწორედ შაბათს გამოიჩინა. გაიტანეს იასინ ბრაჰიმიმ და ჰექტორ ერერამაც. ბრაჰიმის ჩემპიონატში 9 გოლი აქვს გატანალი და კარიერის საუკეთესო შედეგი გაიმეორა, რომელსაც გასულ სეზონში უწია.

„პორტუ“ 25 მაისს, პორტუგალიის თასის ფინალში „სპორტინგს“ დაუპირისპირდება.

„დრაკონებმა“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 22 საშინაო მატჩიდან 19 მოიგეს (2 ფრე, 1 წაგება).

„ბენფიკა“ 2 მარტს „ბენფიკასთან“ დამარცხდა, მაგრამ იქედან მოყოლებული პრიმეირა ლიგაში მიჯრით 5 თამაში მოიგო.

ალექს ტელეშს ბრაზილიის ნაკრებში 23 მარტს, პანამასთან დებიუტი ჰქონდა და თამაში „პორტუს“ საშინაო არენაზე, „დრაგაუზე“ შედგა.

ხესუს კორონამ (2022) და იკერ კასილიასმა (2020) კონტრაქტები გაახანგრძლივეს.

ედერ მილიტაო ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადავა.

„ლივერპული“

„ლივერპული“ ბოლო 16 თამაშია დაუმარცხებელია (11 მოგება, 5 ფრე), მას შემდეგ, რაც ინგლისის ასოციაციის თასზე „ვულვზთან“ (1:2) 7 იანვარს წააგო. ბოლო 7 მატჩი მოგებული აქვს, კვირას კი „ჩელსი“ 2:0 დაამარცხა სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის გოლებით.

მანეს ბოლო 9 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი.

მოჰამედ სალაჰმა 5 აპრილს „საუთჰემპტონთან“ გოლი გაიტანა და ეს იყო მისი პირველი გოლი 9 თებერვლის შემდეგ. გარდა ამისა, ამავე თამაშში ჯორდან ჰენდერსონმა 2017 წლის 23 სექტემბრის მერე პირველად გამოიჩინა თავი.

„ლივერპულს“ ზედიზედ 5 მატჩში საკუთარი კარი მშრალად შენახული არ ჰქონდა და ეს სერია „პორტუსთან“ დაპირისპირებაში შეწყდა.

„წითლებს“ ბოლო 7 საგარეო მატჩი არ წაუგიათ (4 მოგება, 3 ფრე), ბოლო სამი კი მოიგო. მიმდინარე სეზონში სტუმრად 5-ჯერ წააგო მთლიანობაში, მაგრამ ორი ბურთის სხვაობით ერთადერთხელ „ცრვენა ზვეზდასთან“ (0:2).

ჯორდან ჰენდერსონმა ინგლისის ნაკრებში მონტენეგროსთან“ 50-ე თამაში ჩაატარა.

ჯო გომესი 5 დეკემბრის შემდეგ ტრავმირებული იყო დ შემადგენლობაში 26 მარტს დაბრუნდა.

დეიან ლოვრენი 7 იანვარს „ვულვზის“ წინააღმდეგ დაშავდა 24 მარტს მოედანს დაუბრუნდა. „საუთჰემპტონთან“ შეცვლაზეც ითამაშა.

ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენს გასული წლის 24 აპრილს, „რომასთან“ მიღებული მძიმე ტრავმის გამო არ უთამაშია.

0.19456