ფეხბურთი

23:12 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

„გაბალას“ ქართველი თავდამსხმელი დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. 24-ე ტურში ჩვენებურმა „კეშლასთან“ მოგებულ მატჩში (2:1) თავი გამოიჩინა და კარგი გარჯა დაუფასდა.

ვოლკოვი აზერბაიჯანის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის შემტევი „გაბალაში“ მიმდინარე წლის იანვარში თბილისის „საბურთალოდან“ გადავიდა და 10 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117215