ფეხბურთი

22:07 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" საქართველოს თასის მერვედფინალშია

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის „საბურთალო“ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალშია. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდის მეტოქე 1/16 ფინალში ბათუმის „დინამო“ იყო და ეს დაპირისპირება ამ ეტაპზე ნამდვილად გამორჩეული გახლდათ.

მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა და ბოლო წუთამდე არაფერი იყო გარკვეული. „საბურთალომ“ გამარჯვების გოლი 39-ე წუთზე გაიტანა. მონტენეგროელი ბათუმელმა მცველებმა საჯარიმოში სრულიად უმეთვალყურეოდ დატოვეს და თავით ისე დაარტყა, ხელს არავინ უშლიდა. თუმცა მისი პირველი დარტყმული ხარიხას მოხვდა, ბურთი ისევ მას მიუვიდა და ფეხით მაინც შეძლო გატანა.

ეს, როგორც გაირკვა გამარჯვების გოლი აღმოჩნდა. მეორე ტაიმში „საბურთალოს“ უფრო მეტი სახიფათო მომენტი ჰქონდა და რომ არა მიხეილ ალავიძის დიდებული თამაში ანგარიშის სხვაობა აუცილებლად გაიზრდებოდა. მერე რომან ჭანტურიაც გააძევეს და თითქოს ყველაფერი გადაწყდა. თუმცა, მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე გია გეგუჩაძის გუნდი ახლოს იყო გათანაბრებასთან, ადამაძე ურტყამდა და ბურთი ძელს მოხვდა. ეს ბოლო შანსი იყო და „საბურთალო“ შემდეგ ეტაპზეა.

საქართველოს თასის 1/16 ფინალური ეტაპი ოთხშაბათს გაგრძელდება და ყველა მერვედფინალისტის ვინაობაც გაირკვევა.

„საბურთალო“ – „დინამო ბათუმი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 როლოვიჩი (39)

0.118027