ჩოგბურთი

21:15 | 16.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩის 850-ე გამარჯვება

მონტე კარლოს მასტერსის 1/16-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერი 6:3, 4:6, 6:4 დაამარცხა. ჯოკოვიჩმა, ერთეულთა თანრიგში, კარიერაში 850-ე შეხვედრა მოიგო.

ჯოკოვიჩის შემდეგ მოგებების რაოდენობით მოდიან, ანდრე აგასი - 870 მოგება, ჯონ მაკინროი - 881, რაფაელ ნადალი - 929, გილერმო ვილასი - 991, ივან ლენდლი - 1068, როჯერ ფედერერი - 1198, ჯიმი კონორსი - 1256.

მონტე კარლოს 1/8-ფინალში ნოლეს მეტოქე ფრიცი-შვარცმანის გამარჯვებული იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114876