ფეხბურთი

20:38 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე "კრასნოდარს" დაუკავშირეს, მაგრამ აგენტი არ ადასტურებს

საქართველოს ნაკრებისა და სამარის „კრილია სოვეტოვის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე „კრასნოდარს“ დაუკავშირეს. Sovsport-ის ცნობით, რუსული გუნდი ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით დაინტერესბულია.

თუმცა, სხვა კონკრეტული დეტალები არ გახმაურებულა. სამაგიეროდ, ეს ცნობა იმთავითვე უარყო ჯანოს თეიმურაზ ლიპსიამ:

„კრასნოდართან“ კონტაქტი არ გვქონია. ამ გუნდთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და თუ დაინტერესდება, მეტყვიან. ამ დროისთვის ანანიძე „სპარტაკს“ ეკუთვნის და სეზონის ბოლომდე იჯარით „კრილია სოვეტოვში“ ითამაშებს.

რაც შეეხება „კრასნოდარს“, ეს დიდი გუნდია შესანიშნავი ინფრასტრუქტურით, რომელიც შესაძლოა რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ბევრი ფეხბურთელისთვის საინტერესო იყოს“, - უთხრა ლიპსიამ Sport24.ru-ს.

შეგახსენებთ, ჯანო ანანიძე იანვრიდან მოყოლებული „კრილია სოვეტოვში“ ირჯება, რომლის რიგებშიც იჯარით ივნისამდე დარჩება. სამარელთა ღირსება ჩვენებურმა 5 მატჩში დაიცვა და 1 გოლი გაიტანა. „სპარტაკთან“ კი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.116957