ფეხბურთი

2:53 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძემ "და ლუჟზე" "ბენფიკასთან" პენალტი მოიგერია (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მაკარიძემ „ბენფიკასთან“ პენალტი მოიგერია. პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 29-ე ტურში ქართველი კიპერის „ვიტორია სეტუბალი“ „და ლუჟზე“ ლისაბონურ გრანდს ეწვია და 2:4 დამარცხდა.

შეხვედრის 29-ე წუთზე კი მაკარიძემ პიცის შესრულებული თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ჩვენებურს გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის, მცველები მოქმედებდნენ არადამაჯერებლად. გიორგი კარი ორჯერ რაფა სილვამ აიღო (პიველ და 36-ე წუთებზე), თითოჯერ ჟოაო ფელიშმა (56-ე წუთი) და ჰარის სეფეროვიჩმა (77-ე წუთი). თავის მხრივ, სტუმრები შეტევაში დაცვასავით უსაქმოდ არ ყოფილან და ორჯერ იხეირეს.

გიორგიმ აღნიშნული მატჩი ოთხი სეივით დაასრულა. „სეტუბალი“ კი სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 31 ქულით მე-13 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულითაა მოშორებული.

Loading...
0.148322