ფეხბურთი

17:45 | 14.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" შესაძლოა გომეში დაიმატოს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფმა ნახევარმცველმა ანდრე გომეშმა შესაძლოა კარიერა "ტოტენჰემში" გააგრძელოს. როგორც Daily Telegraph-ი იუწყება, "მამლები" მზად არიან ესპანურ კლუბს ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზონ.

ანდრე ამჟამად "ევერტონში" ერთწლიანი იჯარის წესით თამაშობს და ლივერპულელთა თავკაც მარკო სილვასაც სურს ფეხბურთელის შენარჩუნება. ჯერჯერობით უცნობია თუ რას გადაწყვეტს "ბარსელონა". ესპანელებმა პორტუგალიელი სამი წლის წინ 37 მილიონ ევროს სანაცვლოდ დაიმატეს.

მიმდინარე სეზონში გომეშმა 28 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114369