ფეხბურთი

22:29 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთხეულისთვის ბრძოლა მძაფრდება

„მანჩესტერმა“ შინ „ვესტ ჰემი“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის კარგი შანსი შეინარჩუნა. მასპინძლებმა ორივე გოლი პენალტით გაიტანეს და ორივე პოლ პოგბამ. თუმცა, სტუმართა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არაფრით ჩამოუვარდებოდნენ „ეშმაკუნებს“ და მსაჯთა ბრიგადას მე-10 წუთზე ფელიპე ანდერსონის ნაღდი გოლი რომ ჩაეთვალა, საკითხავია კიდევ, როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი.

ახლა სოლსკიაერის გუნდი მეხუთე ადგილზეა და მხოლოდ ორი პუნქტით ჩამორჩება მეოთხეზე მყოფ „ჩელსის,“ რომელსაც ძალიან რთული შეხვედრა ელის კვირას „ლივერპულთან.“

„ტოტენჰემს“ კარგა ხანია დიდი ანგარიშით აღარ მოეგო და უკვე გავარდნილ, უმოტივაციო „ჰადერსფილდს“ ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. ანგარიში ვანიამამ გახსნა, შემდეგ კი მოურამ ჰეთ თრიქი მიითვალა. გოლები ცოტა უცნაურად გავიდა, ორი - პირველ ტაიმში, სამწუთიან მონაკვეთში და ორიც ბოლო წუთებზე ხუთწუთიან ინტერვალში.

ისიც სათქმელია, რომ „დეზებს“ შესაძლებლობების მაქსიმუმი არ უჩვენებიათ. „სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩისთვის ზოგავენ თავს. შინ 1:0 დაამარცხეს და ნახევარფინალში გასვლის ცუდი შანსი არ აქვთ.

ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მასპინძლებს ორი მთავარი კაცი - ჰარი კეინი და დელე ალი აკლდათ, რომლებიც სწორედ „სიტისთან“ პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში დაშავდნენ.

სხვა შეხვედრებიდან, „ბორნმუთმა“ კაცნაკლულ „ბრაიტონს“ ხუთი ბურთი გაუტანა. „ბარნლიმ“ „კარდიფს“ კრის ვუდის დუბლით მოუგო. ორი ბურთი შეაგდო საუთჰემპტონელმა ნათან რედმონდმაც, „წმინდანებმა“ კი „მგლები“ 3:1 დაამარცხეს.

ინგლისი

პრემიერლიგა. 34-ე ტური. 13 აპრილი

ტოტენჰემი - ჰადერსფილდი 4:0

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური.“ 58 308

1:0 ვანიამა (24), 2:0, 3:0, 4:0 მოურა (27, 87, 90+3)

ტოტენჰემი: ლორისი, ვერტონგენი (როუზი 85), სანჩესი, ფოიტი, ვანიამა, უოკერ-პიტერსი, სისოკო (სკიპი 74), ერიკსენი, დევისი, ლიორენტე (სონი 87), მოურა

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ჰადერსფილდი: ჰამერი, კონგოლო, შინდლერი, ჰადერჟონაჟი, დურმი (მუნიე 69), ჰოგი, ბაკუნა (უილიამსი 90+4), ლიოვე, გორენც-სტანკოვიჩი (მუი 62), კაჩუნგა, გრანტი

მწვრთნელი: იან სევერტი

მსაჯი: ლი მეისონი

გაფრთხილება: ფოიტი (60), ვერტონგენი (76); ლიოვე (45), ბაკუნა (66)

მანჩესტერი - ვესტ ჰემი 2:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 74 478

1:0 პოგბა (19, პენ), 1:1 ანდერსონი (49), 2:1 პოგბა (80, პენ)

მანჩესტერი: დე ხეა, დალოტი, ჯონსი, სმოლინგი, როხო (პერეირა 76), მატა (რაშფორდი 55), ფრედი, პოგბა, ლინგარდი, ლუკაკუ (გრინვუდი 75), მარსიალი

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

ვესტ ჰემი: ფაბიანსკი, საბალეტა (ფრედერიკსი 76), ოგბონა, ბალბუენა, მასუაკუ, რაისი, ნოუბლი, სნოდგრასი, ლანსინი (დიანგანა 62), ანდერსონი, ერნანდესი (ანტონიო 73)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

მსაჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება: მატა (34); ფრედერიკსი (79)

ბარნლი - კარდიფი 2:0

1:0, 2:0 ვუდი (31, 90+2)

ბრაიტონი - ბორნმუთი 0:5

0:1 გოსლინგი (33), 0:2 ფრეიზერი (54), 0:3 ბრუკსი (74), 0:4 უილსონი (81), 0:5 სტანისლასი (90+2)

გაძევება: ნოკარი (ბრაიტონი, 69)

საუთჰემპტონი - ვულვზი 3:1

1:0 რედმონდი (2), 1:1 ბოლი (28), 2:1 რედმონდი (30), 3:1 ლონგი (71)

ფულემი - ევერტონი 2:0

1:0 კერნი (46), 2:0 ბაბელი (68)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119631