ფეხბურთი

23:10 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალო" "ჩიხურასთან" დამარცხდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურის ბოლო შეხვედრაში საჩხერის "ჩიხურამ" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე "საბურთალო" 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში ბიძინა მახარობლიძემ მე-8 წუთზე გახსნა, ხოლო ორ წუთში ოგნიენ როლოვიჩმა წონასწორობა აღადგინა. პირველივე ტაიმში "ჩიხურამ" კიდევ ორი გოლი გაიტანა: 27-ე წუთზე ბესო დეკანოიძემ, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე მახარობლიძემ დუბლი შეასრულა. მეორე ტაიმში "საბურთალოს" მხოლოდ ჩამორჩენის ერთ გოლამდე დაყვანა შეძლო - 55-ე წუთზე გიორგი დიასამიძემ გამოიჩინა თავი და როგორც აღმოჩნდა საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მიმდინარე სეზონში მოქმედმა ჩემპიონმა მეორედ წააგო და 18 ქულით კვლავ პირველადგილზე იმყოფება. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 20 აპრილს სტუმრად "სიონს" დაუპირისპირდება. მიმდინარე სეზონში კი ყველაზე ცოტა მარცხი "ჩიხურას" გააჩნია, სოსო ფრუიძის გუნდმა მხოლოდ ერთხელ წააგო, "საბურთალოსთან" მოგება კი გუნდისთვის მესამე იყო. საჩხერელები 13 ქულით მეხუთე პოზიციაზე არიან. მომდევნო მატჩს "ჩიხურა" შინ "ტორპედოსთან" 21 აპრილს ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111531