ჭიდაობა

22:57 | 13.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაიას ვერცხლი, ქავჟარაძის – ბრინჯაო

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მძიმეწონოსანი იაკობ ქაჯაია (130 კგ.) ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ტურნირის გადამწყვეტ შერკინებაში ქაჯაია მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონს, ევროპის პირველობის 7-გზის გამარჯვებულსა და ოლიმპიადის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი რიზა კაიაალპის (თურქეთი) გაეჯიბრა და 0:3 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ იაკობმა მერვედფინალში ფინელი ჰეიკი ლაჰტი 9:0 დაამარცხა, მეოთხედფინალში იგივე ანგარიშით პოლონელ ანჯეი კრაიევსკის აჯობა, ნახევარფინალში კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონსა და რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორ სერგეი სემიონოვს (რუსეთი) 3:2 მოუგო.
დღესვე, კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა ლევან ქავჟარაძემ (63 კგ.), რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შერკინებაში პოლონელ მიხალ ტრაჩს 5:2 სძლია. მანამდე, ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში უნგრელი ბენჩე კოვაჩი 10:0 გაანადგურა, ნახევარფინალში კი მომავალ გამარჯვებულ, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ, რუს სტეპან მარინიანთან 3:11 წააგო.

0.120653