სხვა

22:45 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

პლესნოის ვერცხლი და ბრინჯაოს ევროპის ჩემპიონატზე

ქართველმა ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ (96 კგ.) ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ჯამში კი, ბრინჯაოს მფლობელი გახდა, რაც უდავოდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.
პლესნოიმ პირველ მოძრაობაში სამივე ცდა (165, 170 და 173 კგ.) გამოიყენა და მხოლოდ ბელარუს ევგენი ტიხანცუს (178 კგ.) ჩამორჩა, აკვრაში კი, შტანგასთან 2 მისვლა (198 და 204 კგ.) დააფიქსირა და მე-4 იყო.
საერთო ჯამში, ანტონს 377 კგ. მოუგროვდა, რაც ბრინჯაოს მედლის დასაუფლებლად აღმოჩნდა საკმარისი. ჩემპიონი ხსენებული ტიხანცი გახდა, რომელმაც 400 კგ. დააფიქსირა და ევროპის ახალი რეკორდის მფლობელი შეიქმნა, ვერცხლი კი რუსმა ეგორ კლიმონოვმა (378 კგ.) აიღო.

აღსანიშნავია, რომ ნატურალიზებული უკრაინელი ძალოსნის, ანტონ პლესნოის საქართველოს ნაკრებში დებიუტი შარშან პოლონეთის ზამოსცში 20 და 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე შედგა.
პლესნოიმ მაშინ 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ატაცში დაძლეული 172 კილოგრამით ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში 368 კილოგრამით 23-წლამდელთა შორის ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ბათუმში მიმდინარე ევროპირველობაზე, ხვალ, ფიცარნაგზე კიდევ სამ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ. დილის 08:53 საათიდან საქმეში ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) ჩაებმება, 17:23 საათიდან კი პირველობისთვის ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე (ორივე +109 კგ.) იბრძოლებენ.

0.134087