ფეხბურთი

21:02 | 12.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "ანანიძემ არაერთხელ დაადასტურა საქართველოს სიყვარული, ჯანოს ტრავმა ჰქონდა"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ჯანო ანანიძეს საქართველოს ნაკრებისთვის თავი არასდროს აურიდებია და შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ მუხლი შესიებული ჰქონდა.

გარდა ამისა, თქვა, რომ ვლადიმირ ვაისის თვალთახედვის არეში საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები არიან:

ვერ დავეთანხმები, იმ მოსაზრებას, რომ ვაისი ხშირად არ ესწრება კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებს. ბევრი ფეხბურთელიც გამოუძახია ნაკრებში, კიტეიშვილი, გეგეჭკორი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, ამიტომ არ ჩამოვთლი. რა თქმა უნდა, უმეტესობა ლეგიონერია, მაგრამ ყველა ფეხბურთელი გვყავს მხედველობის არეში და ვისაც ჩათვლის მთავარი მწვრთნელი საჭიროდ, რომ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახოს, იქნება გამოძახებული.

ჩაკვეტაძე? გიორგი კარგადაა. მას დღესაც ვესაუბრე და მითხრა, რომ ტრავმა აღარ აწუხებს და ხვალინდელ მატჩში უფრო მეტი სათამაშო დრო დაეთმობა.

ანანიძე? ჯანოს მუხლი ჰქონდა შესიებული და გადავწყვიტეთ, რომ არ გაგვერისკა. ანანიძემ აქამდეც არაერთხელ დაამტკიცა საქართველოს სიყვარული და არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ ნაკრებში თამაშს თავი აარიდა, რადგან ასე არ ყოფილა. გუნდში ისეთი ვითარებაა არაა, რომ ფეხბურთელებს თამაში არ სურდეთ და ტრავმებს იმიზეზბდნენ“, - თქვა იაშვილმა.

0.16137