ჭიდაობა

23:30 | 11.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვალ ევროპირველობას “ბერძენ-რომაელები” გახსნიან

12 აპრილს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. პირველ დღეს წინასწარ და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს 55, 63, 77, 87 და 130 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფალავნები გამართავენ.

ხვალ, საქართველოს ღირსებას ნუგზარ წურწუმია (55 კგ.), ლევან ქავჟარაძე (63 კგ.), ბექა მამუკაშვილი (77 კგ.), რობერტ კობლიაშვილი (87 კგ.) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) დაიცავენ.
წურწუმია კვალიფიკაციაში სომეხ რუდიკ მკრტჩიანს შეხვდება, ქავჟარაძე მეოთხედფინალში უნგრელ ბენჩე კოვაჩს შეერკინება, მამუკაშვილი შეჯიბრს კვალიფიკაციაში ავსტრიელ მიხაელ ვაგნერთან ჭიდილით გახსნის, კობლიაშვილი კვალიფიკაციაშივე პოლონელ ტადეუშ მიხალიკს დაუპირისპირდება, მერვედფინალში ქაჯაიას მეტოქე კი ფინელი ჰეიკი ლაჰტი იქნება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.
პირდაპირი ინტერნეტ სტრიმი

Loading...
0.145348