ჭადრაკი

22:55 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატში 8 ქართველი მოჭადრაკე ჩაებმება

ხვალიდან, თურქულ ანტალიაში ქალთა შორის რიგით მე-20 საიუბილეო ევროპის ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც 31 ქვეყნის 131 მონაწილეს შორის 8 ქართველი მოჭადრაკე იასპარეზებს:

1. ნანა ძაგნიძე (2513)

2. ბელა ხოტენაშვილი (2479)

3. ნინო ბაციაშვილი (2453)

4. მერი არაბიძე (2399)

5. სალომე მელია (2393)

6. სოფიკო ხუხაშვილი (2342)

7. მირანდა მიქაძე (2266)

8. ეკატერინე ფიფია (1936)


აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის სატურნირო რეიტინგ-სიის მე-2 და მე-3 ნომრად ქართველი მოჭადრაკეები არიან განთესილები: 2017 წლის ევროპის ჩემპიონი ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.
შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და მისი საპრიზო ფონდი 60 ათასი ევროს შეადგენს, საიდანაც გამარჯვებული 10 ათასს მიიღებს, 14 საუკეთესო კი მსოფლიოს თასის საგზურს მოიპოვებს.

ტექნიკური შედეგები

ოფიციალური ვებგვერდი

Loading...
0.150615