სხვა

23:35 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატზე ძალები მალაყმაძემ და ვეფხვაძემ სცადეს

ბათუმში მიმდინარე ევროპის 2019 წლის ჩემპიონატზე, დღეს, ფიცარნაგზე საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრების წევრი არჩილ მალაყმაძე (73 კგ.) ვიხილეთ, რომელმაც ძალები B ჯგუფში სცადა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში სამივე ცდა (133, 138 და 141 კგ.) გამოიყენა და საუკეთესო გახლდათ, აკვრაში 160 და 167 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა, 171 კგ. კი ვერ ასწია.
შედეგად, მალაყმაძემ მე-2 მოძრაობაში მე-4 შედეგი დააფიქსირა, ჯამური 308 კგ-ით კი მე-2 გახლდათ.
საბოლოო ჯამში, უძლიერესთა ჯგუფის შედეგების გათვალისწინებით, არჩილმა ევროპირველობაზე მე-11 საფეხური დაიკავა, საპრიზო სამეული კი ასე დაკომპლექტდა: 1. ბოჟიდარ ანდრეევი (ბულგარეთი) – 345 კგ. 2. ბრიკენ კალია (ალბანეთი) – 339 კგ. 3. ვაძიმ ლიხარადი (ბელარუსი) – 335 კგ.
დღესვე საქმეში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრი მაკა ვეფხვაძეც (64 კგ.) ვიხილეთ, რომელმაც C ჯგუფში ექვსივე მისვლა (ატაცში – 65, 69 და 73 კგ. აკვრაში – 85, 89, 92 კგ.) გამოიყენა და ჯამური 165 კგ-ით ექვს მონაწილეს შორის მე-5 ადგილი დაიკავა.
ხვალ, 10 აპრილს, საქართველოს ნაკრების წევრთაგან ასპარეზობა მხოლოდ ლომია თებიძეს (81 კგ.) უწევს, რომელიც ძალებს C ჯგუფში სცდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.149249