ფეხბურთი

2:50 | 10.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერის" გამოცდა "ოლდ ტრაფორდზე"

დღეს, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება გაგრძელდება და ერთ-ერთი მეოთხედფინალური მატჩი „ლდ ტრაფორდზე“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ბარსელონას“ შორის შედგება.

ბუნებრივია, მატჩისადმი ინტერესი ძალიან დიდია და არამარტო მოცემული ვითარებიდან, არამედ გუნდების სახელებიდან, ისტორიიდან და ურთიერთდაპირისპირებიდან გამომდინარე.

„ბარსელონამ“ ესპანეთის ჩემპიონობა პრაქტიკულად გაინაღდა და ახლა ერთადერთი საზრუნავი აქვს - ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა. თავის მხრივ, „მანჩესტერი“ ბოლო დროს ისეთი შედეგიანი ვეღარაა, როგორც ოლე გუნარ სულშერის საწყის პერიოდში. „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვიან პრემიერლიგიდან, თუმცა ბუნებრივია მანამდე ამ მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში სურთ თავიანთი ძალის დემონსტრირება.

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს სერიოზული დანაკლისი აქვთ, რადგან ტრავმების გამო სანჩესი, ვალენსია, ბაილი და დარმიანი ვერ ითამაშებენ, ხოლო ერერას, მატიჩისა და რაშფორდის თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. თავის მხრივ, ერერას, მატიჩს, შოუს, ვალენსიასა და იანგს მომდევნო მატჩის გამოტოვების საფრთხე აქვთ. ისე კი, „იუნაიტედს“ პოლ პოგბა უბრუნდება, რომელსაც პსჟ-სთან პარიზული მატჩი წითელი ბარათის გამო გაუცდა.

აი, ერნესტო ვალვერდეს კი მშვიდად შეუძლია ყოფნა, რადგან ლაზარეთი ფაქტობრივად ცარიელი აქვს და მხოლოდ რაფინიაა ტრავმირებული, ხოლო უსმან დემბელეს თამაშის საკითხი ჯერ კიდევ ღიაა. ნელსონ სემედუ კი ერთადერთია კატალონელთაგან, რომელსაც მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევს ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში.

ოლე გუნარ სულშერი („მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელი): „ყველა თამაში დიდი მატჩია. რა თქმა უნდა, მათ შორისაა, როდესაც „ბარსელონას“ ეთამაშები. ჩვენ ვიცით, რა ხარისხი დაგვჭირდება ჩვენი თამაშის საჩვენებლად. ვიცით, რომ საუკეთესო ხარისხი დაგვჭირდება, რომელიც პსჟ-სთან საშინაო მატჩში არ გვიჩვენებია. თუმცა, საპასუხო თამაშმა რწმენა დააბრუნა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს შორის. როდესაც გავიგეთ, რომ „ბარსელონასთან“ უნდა გვეთამაშა, ყველა ვიღიმოდით, რადგან ვიცოდით, დიდი გამოწვევა გველოდა“.

ერნესტო ვალვერდე („ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი): „მანჩესტერის“ ძლიერი მხარე მხოლოდ სტანდარტული სიტუაციები არაა. ყურადღება უნდა დავუთმოთ, ყველა სათამაშო ასპექტს, მათ ხარისხსა და გულშემატკივრებს. გვინდა სტუმრად გოლი გავიტანოთ და თამაში მოვიგოთ. არ შეიძლება ვიფიქროთ მხოლოდ დაცვაზე ან შეტევაზე, ორივე საჭიროა. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე სეზონში რთულ მომენტებს კარგად ვპასუხობთ“.

სავარაუდო შემადგენლობები:

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-3-3): დე ხეა; იანგი, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ; მატიჩი, ერერა, პოგბა; ლინგარდი, რაშფორდი, მარსიალი

„ბარსელონა“ (4-4-2): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, ლენგლე, ალბა; ვიდალი, არტური, ბუსკეტსი, რაკიტიჩი; მესი, სუარესი

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

„მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად ითამაშებს. „ბარსელონა“ კი ბოლო სამი სეზონია ასპარეზობას სწორედ ამ ეტაპზე ასრულებს.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს 11-ჯერ შეხვედრიან და მცირე უპირატესობას „ბარსელონა“ ფლობს, რომელმაც 4 თამაში მოიგო, ოთხიც ფრედ დასრულდა, ხოლო სამჯერ გამარჯვება ინგლისელებს დარჩათ. ბურთების ბალანსი ესპანელთა სასარგებლოდაა (20:15).

2009 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონამ“ სამუელ ეტო’ოსა და ლიონელ მესის გოლებით 2:0 დაამარცხა "მანჩესტერი", ხოლო ორი წლის შემდეგ ისევ კატალონელებმა, ისვე ფინალში 3:1 იმარჯვეს მესის, პედროსა და დავიდ ვილას გოლებით. ინგლისელთაგან უეინ რუნიმ გაიტანა.

„იუნაიტედს“ „ბარსელონა“ 2007-2008 წლების სეზონის შემდეგ არ დაუმარცხებია, როდესაც ნახევარფინალში აჯობა. ორივე შეხვედრაში ერთადერთი გოლი გავიდა და ის პოლ სქოულზმა საპასუხო მატჩში „ოლდ ტრაფორდზე“ გაიტანა. იქამდე, „კამპ ნოუზე“ კრიშტიანუ რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა.

საერთოდ, „მანჩესტერი“ „ოლდ ტრაფორდზე“ „ბარსელონასთან“ 4 თამაშია დაუმარცხებელია (2 მოგება, 2 ფრე). მანამდე, 1983-194 წლების სეზონში თასების თასზე აჯობა „ბლაუგრანას“ შინ 3:0 მოუგო და 0:2 ესპანეთში წააგო.

„ბარსელონამ“ 1994-1995 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე „მანჩესტერი“ 4:0 გაანადგურა და ხრისტკო სტოიჩკოვმა დუბლი შეასრულა.

„მანჩესტერმა“ „ბარსელონა“ 1991 წელს თასების თასის ფინალში როტერდამში 2:1 დაამარცხა მარკ ჰიუზის დუბლის წყალობით.

სტატისტიკა

„მანჩესტერ იუნაიტედი“

„მანჩესტერის“ ბალანსი მეოთხედფინალში დადებითია: 12 მოგება, 6 წაგება

2013-2014, „ბაიერნი“ (1:1, 1:3)

2010-2011, „ჩელსი“ (1:0, 2:1)

2009-2010, „ბაიერნი“ (1:2, 3:2)

2008-2009, „პორტუ“ (2:2, 1:0)

2007-2008, „რომა“ (2:0, 1:0)

2006-2007, „რომა“ (1:2, 7:1)

2002-2003, „რეალი“ (1:3, 4:3)

2001-2002, „დეპორტივო“ (2:0, 3:2)

2000-2001, „ბაიერნი“ (0:1, 1:2)

1999-2000, „რეალი“ (0:0, 2:3)

1998-1999, „ინტერი“ (2:0, 1:1)

1997-1998, „მონაკო“ (0:0, 1:1)

1996-1997, „პორტუ“ (4:0, 0:0)

1968-1969, „რაპიდი“ (3:0, 0:0)

1967-1968, „გორნიკი“ (2:0, 0:1)

1865-1966, „ბენფიკა“ (3:2, 5:1)

1957-1958, „ცრვენა ზვეზდა“ (2:1, 3:3)

1956-1957, „ბილბაო“ (3:5, 3:0)

„იუნაიტედმა“ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდიდან წასვლის შემდეგ მეოთხედფინალში ერთხელ ითამაშა და 2013-2014 წლების სეზონში დევიდ მოიესთან ერთად „ბაიერნთან“ წააგო.

„მანჩესტერმა“ მერვედფინალში პატარა სასწაული მოახდინა. პსჟ-სთან შინ 0:2 წააგო, მაგრამ შემდეგ სტუმრად 3:1 იმარჯვა და დიდებული ქამ-ბექის ავტორი გახდა. ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ მეოთხედ მოხდა, რომ გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა, როცა პირველი თამაში სახლში წააგო, ხოლო პირველად, როდესაც სახლში ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა და მაინც გავიდა შემდეგ ეტაპზე.

„წითელმა“ ეშმაკებმა“ მიმდინარე სეზონში ესპანურ გუნდთან უკვე ითამაშეს. „ვალენსიასთან“ შინ ნულოვან ფრეს დასჯერდნენ, ხოლო სტუმრად 1:2 წააგეს.

„იუნაიტედს“ ესპანური გუნდების წინააღმდეგ ბოლო 15 მატჩიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული (6 ფრე, 7 წაგება), ხოლო ბოლო ექვსიდან არცერთი (3 ფრე, 3 წაგება). „ოლდ ტრაფორდზე“ საშინელი სტატისტიკა აქვს ბოლო რვა თამაშში: 1 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.

გასულ სეზონში „მანიუ“ მერვედფინალში სწორედ ესპანელებთან, კერძოდ „სევილიასთან“ დამარცხდა (0:0, 1:2). ამ წაგებით შეწყდა „ოლდ ტრაფორდზე“ 21 მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც სათავეს 2013 წლიდან იღებდა და მაშინაც ესპანურ გუნდთან წააგო („რეალთან“ 1:2).

„მანჩესტერის“ ბალანსი პლეი-ოფში ესპანურ გუნდებთან ასეთია: 6 მოგება, 8 წაგება

„მანჩესტერმა“ მიმდინარე სეზონში შინ „იუვენტუსთანაც“ წააგო (0:1), რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 5 მატჩიდან „ოლდ ტრაფორდზე“ სამჯერ დამარცხდა. გამარჯვება კი მხოლოდ „იანგ ბოიზთან“ მოიპოვა (1:0). ეს ერთადერთი გოლია, რომელიც სულშერის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო ოთხ საშინაო შეხვედრაში გაიტანა.

მთლიანობაში, ბოლო 28 თამაშიდან შინ 6 წააგო (17 მოგება, 5 ფრე).

„ბარსელონა“

„ბარსელონას“ ბალანსი მეოთხედფინალურ ეტაპზე ასეთია: 14 მოგება, 6 წაგება

2017-2018, „რომა“ (4:1, 0:3)

2016-2017, „იუვენტუსი“ (0:3, 0:0)

2015-2016, „ატლეტიკო“ (2:1, 0:2)

2014-2015, პსჟ (3:1, 2:0)

2013-2014, „ატლეტიკო“ (1:1, 0:1)

2012-2013, პსჟ (2:2, 1:1)

2011-2012,“მილანი“ (0:0, 3:1)

2010-2011, „შახტარი“ (5:1, 1:0)

2009-2010 „არსენალი“ (2:2, 4:1)

2008-2009, „ბაიერნი“ (4:0, 1:1)

2007-2008, „შალკე“ (1:0, 1:0)

2005-2006, „ბენფიკა“ (0:0, 2:0)

2002-2003, „იუვენტუსი“ (1:1, 1:2)

2001-2002, „პანათინაიკოსი“ (0:1, 3:1)

1999-2000, „ჩელსი“ (1:3, 5:1)

1994-1995, პსჟ (1:1, 1:2)

1985-1986, „იუვენტუსი“ (1:0, 1:1)

1974-1975, „ატვიდაბერგი“ (2:0, 3:0)

1960-1961 „კრალოვე სპარტაკი“ (4:0, 1:1)

1959-1960, „ვულვზი“ (4:0, 5:2)

12 თვის წინ „ბარსელონამ“ „რომა“ შინ 4:1 დაამარცხა, მაგრამ სტუმრად 0:3 წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

„ბარსელონა“ მიმდინარე სეზონში ინგლისურ გუნდს უკვე დაუპირისპირდა. „ტოტენჰემს“ სტუმრად 4:2 აჯობა, ხოლო შინ დაუზავდა (1:1).

„ბარსამ“ ინგლისურ მეტოქეებთან“ ბოლო 13 თამაშში 9 მოიგო. მათ შორის, გასულ სეზონში „ჩელსი“ ორი მატჩის ჯამში 4:1 დაამარცხა.

პლეი-ოფში ინგლისურ გუნდებს კატალონელები 24-ჯერ დაუპირისპირდნენ და 14-ჯერ შემდეგ ეტაპის საგზური მოიპოვეს. ბოლოს 2012 წელს ნახევარფინალში „ჩელსისთან“ დამარცხდა. ეს ერთადერთი წაგება იყო საპლეი-ოფო სტადიაზე ბოლო რვა დაპირისპირებებში.

„რომასთან“ წაგება ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსასთვის“ ერთადერთი მარცხია ბოლო 19 თამაშში (11 მოგება, 7 ფრე). მერვედფინალში კი „ლიონი“ ორი მატჩის ჯამში 5:1 დაამარცხა.

„ბარსელონას“ პლეი-ოფში სტუმრად ბოლო 6 თამაში არ მოუგია (2 ფრე, 4 წაგება). ბოლოს „არსენალი“ დაამარცხა 2015-2016 წლების სეზონის მერვედფინალში (2:0).

გზაჯვარედინი

„იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1999 წელს „კამპ ნოუზე“ მოიგო, როდესაც „ბაიერნი“ დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა.

ოლე გუნარ სულშერმა 55 წუთი ითამაშა იმავე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე „ბარსელონასთან“ მატჩში, რომელიც „კამპ ნოუზე“ ფრედ 3:3 დასრულდა.

ჟერარ პიკე 2004-2008 წლებში „მანჩესტერში“ თამაშბდა და 12 პრემიერლიგური მატჩის შემდეგ მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა.

ალექსის სანჩესს „ბარსელონას“ მაისურით 2011-2014 წლებში 88 მატჩში 39 გოლი აქვს გატანილი. მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი. გარდა ამისა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ევროპის სუპერთასი.

ფილიპე კოუტინიოს „ლივერპულის“ რიგებში „მანჩესტერთან“ 9-ჯერ უთამაშია და ერთადერთი გოლი გაუტანა (3 მოგება, 4 ფრე, 2 წაგება).

ლუის სუარესმა პრემიერლიგის 110 თამაშში 69 გოლი გაიტანა და მათ შორის „მანჩესტერის“ კარი 6 თამაშიდან ორჯერ დალაშქრა (2 მოგება, 1 ფრე, 3 წაგება).

ლიონელ მესის პრემიერლიგის გუნდების წინააღმდეგ 30-ჯერ უთამაშია და 22 გოლი გაუტანია. ასეთი კარგი შედეგი არგენტინელს არცერთი სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არ აქვს.

ინგლისში უთამაშიათ:

ტომას ვერმაელენი („არსენალი“ 2009-2014)

ფილიპე კოუტინიო („ლივერპული“ 2013-2018)

ლუის სუარესი („ლივერპული“ 2011-2014)

კევინ პრინს ბოატენგი („ტოტენჰემი“ 2007-2009, „პორტსმუთი“ 2009-2010)

ესპანეთში უთამაშიათ:

დავიდ დე ხეა („ატლეტიკო“ 2008-2011)

ერიკ ბაილი („ესპანიოლი“ 2013-2015, „ვილიარეალი“ 2015-2016)

ანდერ ერერა („სარაგოსა“ 2008-2011, „ბილბაო“ 2011-2014)

ხუან მატა („რეალი, კასტილია“ 2006-2007, „ვალენსია“ 2007-2011)

ანტონიო ვალენსია („ვილიარეალი“ 2005, „უელვა“ 2006)

თანაგუნდელები ეროვნულ ნაკრებებში:

დავიდ დე ხეა, ანდერ ერერა, ხუან მატა და სერხი რობერტო, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი (ესპანეთი)

პოლ პოგბა, ანტონი მარსიალი და უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი (საფრანგეთი)

ფრედი, ანდრეას პერეირა და მალკომი, რაფინია, არტური, ფილიპე კოუტინიო (ბრაზილია)

სერხიო რომერო და ლიონელ მესი (არგენტინა)

რომელუ ლუკაკუ და ტომას ვერმაელენი (ბელგია)

ალექსის სანჩესი და არტურო ვიდალი (ჩილე)

ბოლო პერიოდი

„მანჩესტერ იუნაიტედი“

ეშლი იანგისთვის შემდეგი მატჩი ევროთასებზე 50-ე იქნება.

„იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური თამაშის შემდეგ ოთხიდან სამი თამაში წააგო. მათ შორის, „არსენალთან“ (0:2) 10 მარტს, რომელიც სულშერის პერიოდში პირველი პრემიერლიგური წაგება აღმოჩნდა.

28 მარტს ოლე გუნარ სულშერს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

პსჟ-სთან წაგება (0:2) ერთადერთია ბოლო 14 საშინაო მატჩში ყველა ტურნირის ჩათვლით (9 მოგება, 4 ფრე).

„იუნაიტედი“ 16 მატს ინგლისის ასოციაციის თასს „ვულვზთან“ 1:2 წაგების შემდეგ გამოეთიშა.

პოლ პოგბას პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი და ეს მისი კარიერის საუკეთესო შედეგია. თუმცა 9 თებერვლის შემდეგ გოლი საერთოდ არ გაუტანია.

სულშერმა თავისი საწყისი 8 თამაში მოიგო და „მანჩესტერის“ ისტორიაში ასეთი კარგი სტარტი არავის ჰქონია.

მარკუს რაშფორდმა ბოლო 4 მატჩში სამი გოლი გაიტანა, მისი გუნდი კი ბოლოს, 2 აპრილს, „ვულვზთან“ დამარცხდა (1:2).

ანდერ ერერა და ერიკ ბაილი ტრავმირებულები არიან. ალექსის სანჩესი ლაზარეთში 2 მარტიდან მოყოლებული იმყოფება. გარდა ამისა, ანტონიო ვალენსია და მატეო დარმიანიც დაშავებულნი არიან.

„ბარსელონა“

შემდეგი მატჩი ივან რაკიტიჩისთვის ევროთასებზე მეასე იქნება.

ლუის სუარესს ჩემპიონთა ლიგაზე 49 თამაში დაუგროვდა.

ლიონელ მესი მიდმინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირია 8 გოლით რობერტ ლევანდოვსკისთან ერთად, თუმცა პოლონელი ტურნირს უკვე გამოეთიშა.

„ბარსელონა“ 16 თამაშია ყველა ტურნირის ჩათვლით დაუმარცხებელია (11 მოგება, 5 ფრე). 2 აპრილს, „ვილიარეალთან“ 2:4 აგებდა, მაგრამ 4:4 ითამაშა. შაბათს კი, „კამპ ნოუზე“ „ატლეტიკო“ 2:0 დაამარცხა და ჩემპიონობისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ბარსა“ ყველა ტურნირის ჩათვლით სტუმრად რვა მატჩია არ დამარცხებულა (5 მოგება, 3 ფრე). მთლიანობაში მიმდინარე სეზონში გასვლაზე მხოლოდ სამჯერ წააგო 23 მატჩიდან (14 მოგება, 6 ფრე).

„ბარსამ“ ბოლო 12 მატჩში შვიდჯერ საკუთარი კარი მშრალად შეინახა. 10 მატჩში კი 5 გოლი აქვს გაშვებული.

მესიმ „ატლეტიკოს“ გაუტანა და ლა ლიგაში 33 გოლი დაუგროვდა. ბოლო 22 შეხვედრაში არგენტინელმა თავი 26-ჯერ გამოიჩინა.

ფილიპე კოუტინიომ ლა ლიგაში 28 ოქტომბრის შემდეგ პირველი გოლი „ვილიარეალს“ 2 აპრილს გაუტანა.

ლუის სუარესმა ასევე გამოიჩინა თავი „ვილიარეალთან“ და „ატლეტიკოსთან“. ბოლო 9 თამაშში ურუგვაელმა 7 გოლი ჩაიწერა აქტივში.

სამუელ უმტიტის 9 მარტის შემდეგ არ ჰქონდ ნათამაშები, მაგრამ „ვილიარეალთან“ მოედანს დაუბრუნდა.

ტომას ვერმაელენს ერთი თვე გაუცდა, მაგრამ მოედანს ბელგიისა და კვიპროსის ნაკრებთა მატჩში დაუბრუნდა.

უსმან დემბელეს არ უთამაშია „ლიონთან“ შეხვედრაში მიღებული ტრავმის შემდეგ.

რაფინიამ 24 ნოემბერს, „ატლეტიკოსთან“ მატჩში დაზიანება მიიღო და ოპერაცია გაიკეთა.

„ბლაუგრანა“ ესპანეთის თასის ფინალში ზედიზედ მეექვსედ გავიდა. 27 თებერვალს „რეალი“ დაამარცხა ნახევარფინალში ორი მატჩის ჯამში (4:1). 25 მაისს, სევილიაში, „ვალენსიას“ დაუპირისპირდება ფინალურ შეხვედრაში.

ჟან-კლერ ტოდიბო „ბარსამ“ იანვარში „ტულუზადან“ დაიმატა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არაა. ზაფხულში კი გუნდს „აიაქსიდან“ ფრენკი დე იონგი და „ატლეტიკო მინეიროდან“ ემერსონი შეუერთებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132307