კალათბურთი

22:15 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნბა-ს კალათბურთელებმა რეგულარულის MVP აირჩიეს

The Athletic-მა ნბა-ს მოთამაშეებს შორის ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა და მოთამაშეებს მიმდინარე სეზონის საუკეთესო კალათბურთელის დასახელება სთხოვეს.

სულ 122 კალათბურთელი გამოკითხეს. ყველაზე მეტი 44%-ი „ჰიუსტონ როკეტსის“ ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა მიიღო. მეორე ადგილი 38%-ით იანის ადეტოკუმპომ დაიკავა. მესამეზე პო ჯორჯია 12 პროცენტით. დარჩენილი პროცენტები კი ჯოელ ემბიდიმ, კავაი ლეონარდმა, კაირი ირვინგმა და დამიან ლილარდმა გადაინაწილეს.

განვლილ სეზონში MVP-ის ტიტული სწორედ ჰარდენმა მიიღო. წელს ჯეიმს გასაოცარი სეზონი აქვს და MVP-ობის მთავარი კანდიდატია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120522