ფეხბურთი

14:51 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი დორტმუნდის „ბორუსიას“ ირჩევს

მიონხენგლადბახის „ბორუსიის“ თავდამსხმელი, თორგან აზარი, დიდი ალბათობით, კარიერას „დორტმუნდში“ გააგრძელებს.

Kicker-ის ინფორმაციით, ბელგიელ ფეხბურთელს სეზონის ბოლოს „გლადბახის“ დატოვება და დორტმუნდში გადაბარგება გადაუწყვეტია. ამჟამინდელ კლუბთან მას კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს, თუმცა ხელმძღვანელობა თანახმაა აზარი გაუშვას. მისი გაყიდვით „გლადბახი“ დაახლოებით 40 მილიონი ევროთი გამდიდრებას აპირებს.

წყაროს ცნობით, აზარით „ლივერპული“ და „ატლეტიკოც“ იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა თავად ფეხბურთელის სურვილმა ფავორიტად დორტმუნდის „ბორუსია“ აქცია.

0.104009