ძიუდო

0:50 | 9.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ ძიუდოისტთა 7 მედალი ჩეხეთიდან

ქართველმა ძიუდოისტებმა ჩეხეთის ქალაქ ტეპლიცეში გამართულ კადეტთა ევროპის თასზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და ვაჟთა გუნდურ ჩათვლაში აზერბაიჯანის კვალად, მე-2 ადგილი დაიკავეს.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე გიორგი ტერაშვილი (66 კგ.) და გიგა ტატიაშვილი (+90 კგ.) ავიდნენ, ვერცხლის მედლდებს კაკო ჩაპურიშვილი (50 კგ.) და აკაკი ჯაფარიძე (81 კგ.) დაეფლნენ, ბრინჯაოები კი ნიკა ბაჩიაშვილმა (50 კგ.), გიზო გუგუნაშვილმა (90 კგ.) და ირაკლი დემეტრაშვილმა (+90 კგ.) აიღეს.
საინტერესოა, რომ საქართველოს კადეტ ძიუდოისტთა ნაკრები ჩეხურ ტურნირზე 25 სპორტსმენით იყო წარდგენილი.

Loading...
0.145904