სხვა

22:10 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩხეიძის ვერცხლი და ბრინჯაო ევროპირველობაზე

ქართველი ძალოსანი გოგა ჩხეიძე (67 კგ.) ბათუმში მიმდინარე ევროპის 2019 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, აკვრაში კი, მან მე-2 შედეგი დააფიქსირა და მცირე ვერცხლს დაეუფლა.

ჩხეიძემ ატაცში სამივე მისვლა (132, 136 და 139 კგ.) გამოიყენა 23 წლამდელთა შორის ევროპის ახალი რეკორდის მფლობელიც გახდა, თუმცა, მხოლოდ მე-4 პოზიცია ერგო. ქართველი ძალოსანი აკვრაში 165 და 169 კილოგრამიან შტანგას გაუმკლავდა და ბოლოს 173 კგ-იც რომ აეწია, იქნებ, ევროპის ჩემპიონიც გამხდარიყო, ასე კი, ჯამური 308 კგ-ით მე-3 ადგილი დაიკავა.

ევროპირველობის ტრიუმფატორი ფრანგი ბერნარდინ კინგე მატამი (312 კგ.) გახდა, ვერცხლს კი გერმანელი სიმონ ბრანდჰუბერი (311 კგ.) დაეუფლა.
აღნიშნულ წონაში უმთავრეს ფავორიტად თურქი დანიიარ ისმაილოვი მიიჩნეოდა, რომელმაც ატაცში 147 კგ-ით მცირე ოქრო მოიგო, თუმცა, აკვრაში ვერცერთი ცდა ვერ გამოიყენა და ჩათვლის გარეშე დარჩა.
ხვალ, 9 აპრილს, მედლები ქალთა შორის 64 კგ-ში, ხოლო ვაჟებში 73-ში გათამაშდება, ქართველთაგან კი ფიცარნაგზე მაკა ვეფხვაძესა (C ჯგუფი) და არჩილ მალაყმაძეს (B ჯგუფი) ვიხილავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120466