სხვა

22:32 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლა ფინალური ოთხეულისთვის  

სპორტკომპლექს არენაში განახლდა საქართველოს ქალთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში. 8-11 აპრილს 8 გუნდი 4-4 მატჩს ითამაშებს, რის შემდეგაც გამოვლინდება ფინალური ოთხეული. ჯერჯერობით ლიდერობს ყვარელი, რომელსაც 4 მატჩიდან 8 ქულა აქვს.

ყვარლელებმა დღეს 39-27 დაამარცხეს წყალტუბოს პრომეთე. 6-6 ქულა აქვთ ქვეყნის ჩემპიონ ქარიშხალას, ბრინჯაოს პრიზიორს, ფოთის ოქროს ვერძსა და სამტრედიას.

ფოთმა 26-12 დაამარცხა შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი მამული. პეგასმა საკმაო ჩამორჩენის შემდეგ მეორე ტაიმში გაუთანაბრა ანგარიში სამტრედიას, მაგრამ დაბოლოება მაინც დასავლურმა გუნდმა მოიგო, 31-23.

ყველაზე დაძაბული იყო აჭარისა და ქარიშხალას მატჩი. ორივე გუნდს 4-4 ქულა ჰქონდა. აჭარა 0-5 ჩამორჩა, მაგრამ 47-ე წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, 24-24. ქარიშხალამ ბოლო 10 წუთში გარდატეხა თამაში - 35-29.

ხვალ, 12 საათიდან არენაში თამაშობენ: მამული - სამტრედია, აჭარა - ყვარელი, წყალტუბო - ქარიშხალა, პეგასი - ფოთი. ფინალური ოთხეულის მატჩები 22-23 მაისსაა დანიშნული თბილისში.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი 2018-19

ქალები, უმაღლესი ლიგა. 8-11 აპრილი, არენა 2

8 აპრილი. ქარიშხალა - აჭარა 35-29

ქარ: არაბაჯევი - ა.ჩხაიძე 12, ქ. ცინცაძე 10, მ. ცინცაძე 7, ი. ჩხაიძე 4, ხმელაძე 2, ციცქიშვილი, კირვალიძე

აჭ: ქარჩავა - დვალიშვილი 12, ქამაშიძე 6, ცივნარიძე 5, აიოზბა 3, კომახიძე 3, კოჩალიძ, საფარიძე

სამტრედია - პეგასი 31-23

სამ: კოპალეიშვილი - ბურკაძე 10, რუსია 8, ფოცხვერია 7, ტყეშელაშვილი 4, ესაკია 2, კარტოზია, ჩხაიძე, ჩოგოვაძე, ზაქარეიშვილი

პეგ: ჯიქურაშვილი - ჩხაიძე 10, კორძაია 5, სვანიძე 3, აბაშვილი 2, ქებაძე 1, ლუკავა 1, დადვანი 1, ტარტარაშვილი, ჩოგოვაძე, ნეფარიძე, მაკარაშვილი

ფოთი - მამული 26-12

ფოთ: ჯავახია, ფიფია - ჯგერენაია 10, გოგია 8, სურგულაძე 3, კობახია 3, ნ. რურუა 1, კუპრიევა 1, ბჟალავა, თ. რურუა, ბაირამიდი

მამ: გორჯოლაძე - შახულოვი 4, იაშვილი 3, ბერიკაშვილი 2, ქობალია 1, ჩუხატურიანი 1, ველიჯანაშვილი 1. მურჯიკნელი, ჯოხაძე, ქარცივაძე

ყვარელი - წყალტუბო 39-27

ყვ: ამონაშვილი - ქიტესაშვილი 15, სურამლიშვილი 7, თეთრაშვილი 4, მიხელიძე 4, ფუღიაშვილი 4, თავღორიშვილი 3, აფციაური 1, იოსებაშვილი 1, მ. ტეტოშვილი, სმოიანი, კოკორაშვილი

წყ: ჩავჩიძე, კინწურაშვილი, სილაგაძე - ლაღაძე 8, ჯიშკარიანი 7, კეკუტია 4, ფანცხავა 4, დარსაველიძე 2, ბენდელიანი 1, ხეცურიანი 1

მსაჯები: თ. კევლიშვილი - ნ. კევლიშვილი, ი. ჭკუასელი- ზ. აბრამიშვილი

------------------თ---მ---ფ---წ-----ბ-----ქ

ყვარელი-------4---4---0---0--168-129--8

ფოთი-----------4---3---0---1---87-62---6

ქარიშხალა-----4---3---0---1--161-142--6

სამტრედია-----4---3---0---1---86-71---6

აჭარა------------4---2---0---2---83-82---4

პეგასი----------4---1---0---3--135-152--2

წყალტუბო-----4---0---0---4---72-109--0

მამული---------4---0---0---4--120-165--0

9 აპრილი

12:00 მამული - სამტრედია

13:30 აჭარა - ყვარელი

15:00 წყალტუბო - ქარიშხალა

16:30 პეგასი - ფოთი

10 აპრილი

12:00 ფოთი - ქარიშხალა

13:30 მამული - წყალტუბო

15:00 სამტრედია - ყვარელი

16:30 აჭარა - პეგასი

11 აპრილი

12:00 სამტრედია - ქარიშხალა

13:30 ფოთი - ყვარელი

15:00 აჭარა - მამული

16:30 წყალტუბო - პეგასი

ფინალური ოთხეული: 22-23 მარტი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.210838