ფეხბურთი

11:42 | 8.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

წლის კურიოზი თუ შეცდომა? პსჟ-ს ფეხბურთელმა ბურთი მეტოქის კარის ხაზიდან გამოიტანა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ს უკანასკნელ ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „სტრასბურს“ უმასპინძლა და ბევრისთვის გასაკვირად ვერ დაამარცხა.

არადა, ერიკ მაქსიმ ჩუპო მოტინგმა მალევე გახსნა ანგარიში, მაგრამ ტაიმი მაინც სტუმრებმა მოიგეს და საბოლოოდ, ტომას ტუხელის გუნდმა თამაშის მიწურულს კერერის გოლით ქულა გადაარჩინა.

ჩუპო მოტინგმა კი, მიუხედავად იმისა, რომ გოლი გაიტანა, მაინც სხვა კუთხით მიიქცია ყურადღება. როგორ? ბურთი მეტოქის კარის ხაზიდან გამოიტანა! დიახ, 27-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა კრისტოფერ ნკუნკუმ დაარტყა, ბურთიც კარში გადიოდა, გოლი გარდაუვალი გახლდათ, მაგრამ კამერუნელმა თანაგუნდელმა „ივაჟკაცა“, ზედ კარის ხაზზე მოასწრო ბურთის გაჩერება და ეპიზოდის განმუხტა.

ბუნებრივია, ამ კომიკურმა ეპიზოდმა ყურადღება მიიქცია. რა გააკეთა ერიკ ჩუპო მოტინგმა ალბათ, თავადაც ვერ გაუგია... ცნობისთვის, პსჟ-ს ხსენებული თამაში რომ მოეგო, ჩემპიონი ოფიციალურად ხდებოდა, თუმცა ახლა მომავალ უიქ-ენდამდე მოუწევს მოცდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128962