ჩოგბურთი

23:57 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა მარცხიანი ფინალები

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიურ ობიდოსში გამართული 25-ათასიანი ტურნირის ფინალში ითამაშა, თუმცა, გადამწყვეტი მატჩის მოგება ვერ მოახერხა.

მე-7 ნომრად განთესილმა ბოლქვაძემ პორტუგალიაში ჩეხი ანასტასია დეტიუცი (4:6, 6:4, 6:2), კამბოჯელი ანდრეა კა (6:3, 6:0), მე-2 რეიტინგის მქონე სერბი დეიანა რადანოვიჩი (6:3, 3:6, 6:2) და ბრიტანელი ედენ სილვა (6:2, 6:4) დაამარცხა, ფინალში კი მე-5 ნომრად განთესილ ბელგიელ მარინა ზანევსკასთან 5:7, 2:6 წააგო.
ქართველი ჩოგბურთელის მონაწილეობით წარიმართა წყვილთა თანრიგის ფინალიც, თუმცა, შედეგი აქაც ჩვენთვის არასახარბიელო გახლდათ. სოფო შაფათავა და ბრიტანელი ემილი ვებლი-სმითი გადამწყვეტ მატჩში ესპანურ დუეტთან (ბუსკა-გარსია პერეზი) 5:7, 5:7 დამარცხდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117213