ფეხბურთი

21:56 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას საგოლე პასი "ლეგიასთან" (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში ვაკო გვილიამ საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში. ქართველი ფეხბურთელის „გორნიკმა“ ვარშავის „ლეგიას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

არადა, „გორნიკი“ ახლოს იყო ქულების მოპოვებასთან 77-ე წუთამდე იგებდა. ანგარიში კი, 28-ე წუთზე ანგულომ მას შემდეგ გახსნა, რაც გვილიასგან ჩინებული პასი მიიღო და ერთი შეხებით ახლო მანძილიდან გაიტანა.

თუმცა, მეორე ტაიმში „ლეგიამ“ თამაში 77-ე და 87-ე წუთებზე გატანილი გოლებით შემოაბრუნა და იმარჯვა. გვილია 90-ე წუთზე შეცვალეს და საგოლე პასის გარდა, ყვითელ ბარათსაც გამორჩა.

„გორნიკს“ 29 ტურის შმედეგ 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11495