ფეხბურთი

21:00 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" ადვილად მოიგო

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლგიის მეშიდე ტურში ადვილი გამარჯვება მოიპოვა „დინამო თბილისმა“. დედაქალაქურმა გუნდმა „დინამო არენაზე“ მიმდინარე გათამაშების აუსტაიდერ „რუსთავს“ უმასპინძლა და სამი ქულის მოპოვება არ გასჭირვებია.

დინამოელთა უპირატესობა თავიდანვე გამოიკვეთა, ხოლოა ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა. საჯარიმოში ლევან კუტალია წააქციეს, პენალტი კი გოლად ლევან შენგელიამ აქცია. ზუსტად 4 წუთში მასპინძელთა უპირატესობა გაორმაგდა. საჯარიმოს მისადგომებიდან აკაკი შულაიამ დაარტყა და მეკარემ რეაქცია დააგვიანა - 2:0.

„დინამომ“ მესამე გოლი 58-ე წუთზე დიდებული კონტრშეტევის ხარჯზე გაიტანა. შულაიას დაწყებული იერიში კუტალიამ ერთი შეხებით გააგრძელა, ხოლო შენგელიამ ზუსტი დარტყმით დაასრულა და დუბლი მიითვალა. „რუსთავმა“ ერთადერთი ის შეძლო, რომ პრესტიჟის გოლი გაიტანა, რომელიც იმნაძის ანგარიშზეა.

„დინამომ“ ამ გამარჯვებით 13 ქულა დააგროვა და ლიდერთა შორისაა, ხოლო „რუსთავლი“ კვლავინდებურად ერთადერთი მოუგებელი გუნდია მიმდინარე სეზონში და 3 ქულით ბოლო, მეათე ადგილზე იმყოფება.

„დინამო“ (თბ) – „რუსთავი“ 3:1 (2:0)

გოლები: 1:0 შენგელია (29, პენ), 2:0 შულაია (33), 3:0 შენგელია (58), 3:1 იმნაძე (76)

Loading...
0.115025