ჭადრაკი

21:23 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილის წარმატება დუბაიში

საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის მიხეილ მჭედლიშვილის გამარჯვებით დასრულდა დუბაიში გამართული ტრადიციული შეჯიბრი ელვისებურ ჭადრაკში.

ქართველმა დიდოსტატმა 9-დან 7.5 ქულა დააგროვა და I-III ადგილები გაინაწილა საერთაშორისო დიდოსტატებთან: ლე ქიანგ ლემთანa (ვიეტნამი, 2680) და იური კუზუბოვთან (უკრაინა, 2571), თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით, პირველობა დაისაკუთრა.

ასპარეზობა შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მასში 22 ქვეყნის 91 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

ტექნიკური შედეგები

Loading...
0.117616