ფეხბურთი

0:52 | 7.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს საგოლე პასით დაუბრუნდა! (+VIDEO)

გიორგი ჩაკვეტაძე ორთვიანი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და საგოლე პასიც მიითვალა. „გენტმა“ ბელგიის იუპილერ ლიგის საჩემპიონო ზონის მესამე ტურში გათამაშების ლიდერ „გენკთან“ 1:2 წააგო და ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე დერიკმა გაიტანა, რომელსაც ასისტენტობა ქართველმა შემტევმა გაუწია.

ჩაკვეტაძე თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო და თავისი გუნდის შეტევის ხაზი გააცოცხლა, ხოლო ყველაფერი შედეგიანი გადაცემით დააგვირგვინა. ეს უდაოდ კარგი სიგნალია. მეორე ქართველი, გიორგი ქვილითაია 90 წუთი სათადარიგო სკამზე დარჩა.

„გენტს“ 25 ქულა აქვს და საჩემპიონო ზონაში ბოლო, მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში კი 13 აპრილს, „ანტვერპენს“ უმასპინძლებს.

0.11465