ფეხბურთი

11:50 | 6.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარტის საუკეთესო - ლაშა შინდაგორიძე

მარტის თვეში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი ლაშა შინდაგორიძე გახდა. WORLDSPORT.GE-ს ყოველთვიურ გამოკითხვაში “თქვენ ირჩევთ”, თბილისის „საბურთალოს“ შემტევმა ხმების უმეტესობა მიიღო და გაიმარჯვა.

აღნიშნულ გამოკითხვაში 611-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და შინდაგორიძემ გამოკითხულთა ხმების 35.4% მიიღო. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა.

შინდაგორიძემ მცირედით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ვატო არველაძეს, რომელსაც მხარი 25.2%-მა დაუჭირა. მესამე პოზიციაზე მიხეილ ალავიძე (17.7%), გავიდა, მეოთხე ადგილზე ლევან კუტალია აღმოჩნდა 12.6%-ით, ხოლო ბოლო, მეხუთე პოზიციას დასჯერდა ლევან შენგელია - 9.2%.

აქვე, მარტში ლაშა შინდაგორიძის მონაგარის შესახებ:

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „საბურთალოს“ წარმატებული თამაში მარტში დიდად იყო დამოკიდებული ლშა შინდაგორიძეზე. 26 წლის ნახევარმცველმა გასულ თვეში 5-ჯერ ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. ჯერ „ლოკომოტივთან“ დუბლი გაიფორმა, ხოლო მერე „ტორპედოსაც“ გაუტანა. გარდა ამისა, „საბურთალოს“ უდაო ლიდერი იყო განვლილი 5 ტურის შემდეგ.

ჩვენი გამოკითხვა "თქვენ ირჩევთ" მაისის დასაწყისში ისევ განთავსდება ჩვენს ვებგვერდზე და თქვენ აპრილის თვის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს გამოავლენთ.

0.158914