ფეხბურთი

21:57 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

დემბელემ ვარჯიში განაახლა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევმა უსმან დემბელემ ვარჯიში დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია კატალონიელტა ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 21 წლის მოთამაშემ მენჯის ძვლის დაზიანება "ლიონთან" მოგებულ (5:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩში მიიღო.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის შეძლებს მოედანზე გასვლას უსმანი. დემბელემ მიმდინარე სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117494