ფეხბურთი

15:24 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას რეტინგი: საქართველოს -3

ფიფამ თავისი წევრი ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მარტში ჩატარებული ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების რეგრესი მოსალოდნელი იყო და ასეც მოხდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ამ თვეში სამი საფეხურთი დაქვეითდა და 1256 სარეიტინგო ქულით 94-ე ადგილზე იმყოფება.

...90. გაბონი - 1272 ქულა

91. ბენინი - 1267

92. კონგო - 1265

93. ტრინიდადი და ტობაგო - 1258

94. საქართველო 1256 ქულა

95. ყირგიზეთი - 1253

96. ესტონეთი - 1240

97. იორდანია - 1229

მოწინავე ათეულში ორი გადაადგილება მოხდა. ინგლისმა ხორვატიას, ურუგვაიმ კი პორტუგალიას გაუცვალა ადგილები:

1. ბელგია - 1737 ქულა

2. საფრანგეთი - 1734

3. ბრაზილია - 1676

4. ინგლისი - 1647

5. ხორვატია - 1621

6. ურუგვაი 1613

7. პორტუგალია 1607

8. შვეიცარია - 1604

9. ესპანეთი - 1601

10. დანია - 1586

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107071