ფეხბურთი

0:53 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ტოტენჰემი“ შინ დაბრუნდა
„სიტი“ ისევ პირველია

ოთხშაბათ საღამოს, ცხადია, მთელი ყურადღება ჩრდილოეთ ლონდონისკენ იყო მიმართული, სადაც „ტოტენჰემი“ პირველ მატჩს ატარებდა თავის ახალ, თითქმის 1 მილიარდიან სტადიონზე. “დეზებს“ შინ ბოლოს 690 დღის წინათ ეთამაშათ „უაით ჰარტ ლეინზე.“ და აი, ისინი დაბრუნდნენ.

წინა ტურში, „ლივერპულთან“ დასანანი მარცხის შემდეგ (ბოლო წუთზე ალდერვეირელდის ავტოგოლით წააგეს), „ტოტენჰემი“ ორმაგად დამუხტული გავიდა მინდორზე. პირველ ტაიმში სტუმრები ყრუ დაცვაში ჩადგნენ და დიდი ტერიტორიული უპირატესობის მოუხედავად, „დეზებმა“ საწადელს ვერ მიაღწიეს. შესვენების შემდეგ კი მასპინძლებმა იძალეს. ჯერ კორეელმა სონმა გახსნა ანგარიში (ეს ისტორიული გოლი გახლდათ - პირველი ახალ სტადიონზე), შემდეგ კი ერიკსენმა გააორა. ბევრიც არ უწვალიათ და შეხვედრა მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.

„სიტიმ“ „კარდიფს“ „ცალი ფეხით“ მოუგო. ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სტუმრები თავიდანვე წაგებულები გავიდნენ მინდორზე. უკვე მე-6 წუთზე დე ბრუინმა დააწინაურა „ქალაქელები,“ ტაიმის ბოლოს კი სანემ გააორა.

შესვენების შემდეგ, ანგარიში არ შეცვლილა, თუმცა ციფრებმა არ უნდა მოგვატყუოს. ფაქტობრივად, ცალკარა იყო. ალბათ მინიმუმ 7-8 გოლი მაინც უნდა გაეტანათ მასპინძლებს. შედეგად, „სიტი“ სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე დაბრუნდა.

„ჩელსიმ“ „ბრაიტონი“ გაჭყლიტა. თუმცა პირველ ნახევარში სტუმრები მედგრად იცავდნენ თავს და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს. მეორე ტაიმში კი ჯერ აზრმა გაზარდა „არისტოკრატთა“ უპირატესობა. ბოლოს კი ლოფტუს-ჩიკმა ისეთი შეაგდო შორეულ კუთხეში, სეზონის საუკეთესო ათეულში რომ შევა.

ინგლისი

პრემიერლიგა. 3 აპრილი

33-ე ტური

სიტი - კარდიფი 2:0

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 53 559

1:0 დე ბრუინი (6), 2:0 სანე (44)

სიტი: ედერსონი, დანილო, ლაპორტე, სტოუნზი, ფერნანდინიო, დე ბრუინი, მაჰრეზი, ზინჩენკო (უოკერი 19), ფოდენი, სანე, ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

კარდიფი: ეთერიჯი, ბენეტი, მანგა, პელტიერი, მორისონი, გუნარსონი (ბაკუნა 81), მერფი (მენდეს-ლენგი 60), რელზი, კამარასა (რიდი 83), ჰოილეტი, ნიასი

მწვრთნელი: ნილ უორნოკი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ბენეტი (8), პელტიერი (34), რელზი (53)

31-ე ტურის გადმოტანილი მატჩი

ტოტენჰემი - კრისტალ პალასი 2:0

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუმი.“ 59 215

1:0 სონი (56), 2:0 ერიკსენი (81)

ტოტენჰემი: ლორისი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი, როუზი (უინკსი 70), სისოკო, ერიკსენი, ალი (მოურა 82), სონი (ვანიამა 90+2), კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

კრისტალ პლასი: გუაიტა, ვან-ბისაკა, კელი, ტომკინსი, ვან ანჰოლტი, მილივოევიჩი, მაკარტური, კუიატე (თაუნსენდი 79), შლუპი, ზაჰა, ბატშუაი (ბენტეკე 82)

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ალი (29)

27-ე ტურის გადმოტანილი მატჩი

ჩელსი - ბრაიტონი 3:0

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 38 593

1:0 ჟირუ (38), 2:0 აზარი (60), 3:0 ლოფტუს-ჩიკი (64)

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა (ძაპაკოსტა 75), დავიდ ლუისი, კრისტენსენი, ემერსონი, კანტე, ჟორჟინიო, ლოფტუს-ჩიკი (კოვაჩიჩი 82), ჰადსონ-ოდოი, აზარი (ვილიანი 84), ჟირუ

მწვრთნელი: მაურიციო სარი

ბრაიტონი: რაიანი, ბრუნო, დაფი, დანკი, ბონგი, სტივენსი, პრიოპერი, ბისუმა, ჯაჰანბახში (ბერნარდო 77), ანდონე (მიურეი 70), მარჩი (ნოკარი 31)

მწვრთნელი: კრის ჰოუტონი

მსაჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება არ ყოფილა

0.114238