ფეხბურთი

17:36 | 3.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: კრიშტიანუს კარიერაში საუკეთესო გოლი (+VIDEO)

„გასაოცარი იყო, ალბათ ჩემს კარიერაში საუკეთესო“, - ასე დაახასიათა კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსის“ კარში გატანილი გოლი, რომელიც ზუსტად ერთი წლის წინ, 2018 წლის 3 აპრილს „რეალის“ მაისურით გაიტანა.

წარმოგიდგენიათ? კრიშტიანუს რამდენი გოლი აქვს მითვლილი და მათ შორის საუკეთესოს რომ გამოარჩევს, ალბათ, სხვებზე ერთი თავით მაღლა უნდა იდგეს.

გოლი კი იმდენად ფანტასტიკური გამოდგა, რომ „იუვეს“ ქომაგებმაც კი აპლოდისმენტები შეაგებეს. როგორც ამბობენ, შემდეგ განვითარებულ მოვლენებში, რასაც კრიშტიანუს „იუვენტუსში“ გადასვლა ჰქვია, ფანების ამ ჟესტმა დიდი როლი ითამაშა.

ერთი წელი გავიდა და ახლა რონალდუ შავ-თეთრი მაისურით იტანს და „იუვენტუსთან“ ერთად ცდილობს შედევრების შექმნას.

სტატისტიკა
0.308905