ფეხბურთი

21:57 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვატო არველაძე - ამჯერად საგოლე პასი (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 28-ე ტურში ვატო არველაძის „კორონა“ „კრაკოვიას“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, ქულის მოპოვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაინც დამარცხდა (1:2).

სტუმრებმა პირველი ტაიმის წააგეს, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში ბრაუნის გოლით გაათანაბრეს. კოსტარიკელმა ვატო არველაძის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ თავით გადაგზავნა ბურთის მეტოქის კარში. ამრიგად, 21 წლის ჩვენებურმა საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

ვატომ 76-ე წუთამდე ითამაშა და მის ნაცვლად მოედანზე იოკიჩი გამოჩნდა. ქართველის თანაგუნდელებმა მეორე გოლი მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე თერთმეტმეტრიანით გაუშვეს და მარცხი განიცადეს.

„კორონას“ 28 ტურის შემდეგ 40 ქულა აქვს და მე-10 ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11482