კალათბურთი

23:30 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია მოედანს 11 ქულით დაუბრუნდა

თორნიკე შენგელიას სამთვიანი იძულებითი უქმობა დასრულდა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ქართველმა კალათბურთელმა მძიმე ტრავმა გასული წლის 30 დეკემბერს მიიღო, მცირე ხნის წინ ვარჯიში განაახლა, დღეს კი, ესპანური “ბასკონიას” მაისურით მოედანზეც გამოჩნდა.

ბასკონიელებმა ესპანეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში “ესტუდიანტესი” 104:67 გაანადგურეს, შენგელია კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 17:23 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 პასი მიითვალა.

თოკომ 10-დან 5 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ქართველი მძიმე ფორვარდის მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა მეტოქეზე 16 ქულით მეტი ჩააგდეს.

“ბასკონიამ” 18 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და მესამე ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 7 აპრილს, სტუმრად, “მურსიასთან” ჩაატარებს.

0.115435