ფეხბურთი

18:54 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის ეფექტური გოლი დანიაში (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის 27-ე ტურში თავი გამოიჩინა საბა ლობჟანიძემ. „რანდერსი“ ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და დაქვეითების მეორე ჯგუფში თამაშობს, სადაც „ოლბორგს“ ესტუმრა და პირველი ტაიმის შემდეგ მარცხდებოდა.

თუმცა, მეორე ნახევარში ქართველი შემტევის ლიდერობით სიტუაცია შემატრიალა და ძვირფასი ქულები მოიპოვა. ლობჟანიძემ 46-ე წუთზე ბურთი მარცხენა ფლანგზე მიიღო, მცველებს ტექნიკურად გაუსწორდა და შესანიშნავადაც დაარტყა.

„რანდერსმა“ მალევე მეორე გოლი გაიტანა, რომელიც ქართველი შემტევის ჩაწოდებულ კუთხურს მოჰყვა და პედერსენმა ავტოგოლი მიითვალა. საბამ შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 27-ე მატჩში მე-6 გოლი გაიტანა.

„რანდერსი“ კი ე.წ დაქვეითების მეორე ჯგუფში 37 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და სწორედ „ოლბორგს“ გადაასწრო, რომელსაც 36 ქულა აქვს მოპოვებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113194