კალათბურთი

17:52 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის 5 ქულა წაგებულ მატჩში
დღეს, შესაძლოა, შენგელია დაბრუნდეს

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თად მაკფადენის “ხუვენტუტი” ერთ-ერთ აუტსაიდერ “ბრეოგანს” დაუხვდა და 81:88 წააგო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა მოედანზე 20:38 წუთი გაატარა და 5 ქულა და 4 პასი მიითვალა.

მაკფადენმა 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბადალონელებს 14 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 7 აპრილს, სტუმრად, გიორგი შერმადინის “უნიკახასთან” გამართავენ.

ცნობისთვის, მალაგელებს 25-ე ტურის მატჩი დღეს, ქართველი ცენტრის ყოფილ კლუბ “სარაგოსასთან” ელით, დღესვე კი, თორნიკე შენგელიას “ბასკონია” “ესტუდიანტესს” დაუხვდება და შესაძლოა, ქართველი ფორვარდის მოედანზე ნანატრი დაბრუნებაც ვიხილოთ.

0.122097