ფეხბურთი

16:50 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

აგუერო დეფოს გაუთანაბრდა

არგენტინელის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა სერხიო აგუერომ "ფულჰემთან" მოგებულ პრემიერლიგის 32-ე ტურის მატჩში ერთი გოლი გაიტანა, პრემიერლიგაში 162-ედ გამოიჩინა და ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

სამრეთამერიკელი ფეხბურთელი ჯერმეინ დეფოს გაუთანაბრდა, რომელიც ამჟამად "რეინჯერსში" თამაშობს. ბომბარდირთა სიაში მეექვსე ადგილზე 163 გოლით რობი ფაულერია, მეხუთეზე - ტიერი ანრი (175), მეოთხეზე - ფრენკ ლამპარდი (177), მესამეზე - ანდრიუ კოული (187), მეორეზე - უეინ რუნი (208), ხოლო ლიდერი ალან შირერია (260).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109849