ფეხბურთი

10:45 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"სტრასბურგი" საფრანგეთის ლიგის თასის გამარჯვებულია (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგის თასის ფინალში "სტრასბურგმა" "გენგამი" პენალტების სერიაში 4:1 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული არსებობის ისტორიაში მეოთხედ მოიპოვა. "სტრასბურგმა" ფინალამდე დაამარცხა ისეთი გუნდები, როგორებიცაა "ლიონი" და "მარსელი", ხოლო "გენგემმა" სენსაცია მოახდინა და მეოთხედფინალში "პარი სენ ჟერმენს" მოუგო.

"სტრასბურგი" ლიგის თასის გარდა საფრანგეთის თასის მფლობელი სამჯერ გამხდარა. ასევე, კლუბის პირველი გუნდი უეფას ინტერტოტოს თასის გამარჯვებული 1995 წელს გახდა. ქვეყნის ჩემპიონის ტიტული "სტრასბურგმა" შორეულ 1978/79 წლების სეზონში მოიპოვა. ლიგა 1-ს კი გუნდი გასულ სეზონში დაუბრუნდა, როდესაც 2016/17 წლების სეზონში ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა.

Loading...
სტატისტიკა
0.261006