ფეხბურთი

4:49 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი გაბედავას სადებიუტო გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონური "ზაგლებიეს" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა გიორგი გაბედავამ. პოლონეთის ექსტრაკლასას 27-ე ტურში სოსნოვიცელებმა სტუმრად "მიედზი" 2:0 დაამარცხა, ხოლო ქართველმა ფორვარდმა მე-17 წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა.

გაბედავა კარგად გაიხსნა და თანაგუნდელის იდეალური პასის შემდეგ ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია. ჩვენებური მოედანზე 77-ე წუთამდე იმყოფებოდა, ხოლო მისი თანაგუნდელი გიორგი ივანიშვილი თამაშში 90-ე წუთიდან ჩაერთო.

"ზაგლებიეს" 27 ტურის შემდეგ 21 ქულა დაუგროვდა და კვლავაც ბოლო, მე-16 ადგილზე იმყოფება.

0.109492