ფეხბურთი

4:03 | 31.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი უკვე წავიდა? - "ემპოლის" თავკაცს ტურინში პრესკონფერენციაზე დარბაზი ცარიელი დახვდა (+VIDEO)

"ემპოლის" მთავარ მწვრთნელ აურელიო ანდრეაცოლის ტურინში, "იუვენტუსთან" მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლები არ დახვდნენ.

როდესაც იტალიელი სპეციალისტი საპრესკონფერენციო დარბაზში შევიდა, დაინახა, რომ მხოლოდ ორი ჟურნალისტი ელოდებოდა. ანდრეაცოლი არ დაბნეულა და ამ ყველაფერს იუმორი შეაგება:

"ალეგრი უკვე წავიდა? აი, რატომ არავინაა დარბაზში. თუმცა, ცოტანი და კარგები დარჩით", - იხუმრა ანდრეაცოლიმ.

საქმე ისაა, რომ მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია პირველი გაიმართა და როგორც ჩანს, მედიის წარმომადგენლებმა ამის შემდეგ სტადიონი დატოვეს.

შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" სერია A-ს 29-ე ტურში ლევან მჭედლიძის "ემპოლი" მოიზე კინის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101381